,,კანონი გაიწვიეს მას შემდეგ, რაც შვილები დაგვისისხლიანეს და გაზით დაგვიწამლეს”- ანი წითლიძე

”ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანი წითლიძე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევას ეხმიანება.

დეპუტატის თქმით, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

,,რუსული კანონი პარლამენტიდან გაიწვიეს! მას შემდეგ რაც შვილები დაგვისისხლიანეს და გაზით დაგვიწამლეს!

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! მაგრამ არ დაგავიწყეთ რომ რუსული ხელისუფლება გვყავს ჯერ კიდევ სათავეში რომელსაც ხალხის მოტყუება არაფრად უღირს და ეს უკვე ვნახეთ.

სანამ ეს რუსული ხელისუფლება გვყავს საქართველოს ევროპული კურსი საფრთხეშია!

ქართული ოცნება / Georgian Dream – სასწრაფოდ გაათავისუფლეთ დაკავებულები!!”- წერს ანი წითლიძე.

მსგავსი თემები