,,მოვუწოდებთ ხელისუფლებას”- აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლეს განცხადებით,  საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბარი გამართა.

შოლეს თქმით, ხელისუფლებას მოუწოდებენ დაიცვას მშვიდობიანი შეკრება და  მომიტინგეებს მშვიდობიანი პროტესტი.

„ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრს საპროტესტო აქციებსა და „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს სურვილს ევროინტეგრაციასა და დემოკრატიული განვითარებაზე. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრება, ხოლო მომიტინგეებს მშვიდობიანი პროტესტი“, – წერს დერეკ შოლე.

მსგავსი თემები