მივესალმებით კანონპროექტის გაწვევას, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს განაახლონ პროევროპული რეფორმები – ევროკავშირის წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევას ეხმიანება.

,,მივესალმებით მმართველი პარტიის განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით”,- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. ”აგენტების კანონი” გაიწვია

 

 

მსგავსი თემები