,,ქვეყნის გასათავისფლებლად ბრძოლა გაგრძელდება”- სალომე სამადაშვილი

,,რაშისტული ურდოს რეჟიმისგან ქვეყნის გასათავისფლებლად ბრძოლა გაგრძელდება,”- ასე ეხმიანება ”ლელოს” წევრი, სალომე სამადაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ე.წ. ”აგენტების კანონის” გაწვევას.

მისი თქმით, აქციაზე დაკავებულები უნდა სასწრაფოდ გათავისუფლდნენ.

,,ხალხის ძალა სადაა-გამოჩნდა, მარგარიტა სიმონიანის ძონძ მოკავშირეებში-არა. გილოცავთ გამარჯვებას! დაკავებულები უნდა სასწრაფოდ გათავისუფლდნენ!

რაშისტული ურდოს რეჟიმისგან ქვეყნის გასათავისფლებლად ბრძოლა გაგრძელდება. საქართველოს მომავალი ევროპაა”,- წერს სამადაშვილი.

 

საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. ”აგენტების კანონი” გაიწვია

მსგავსი თემები