აშშ-ის სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტი დაბლოკა

აშშ-ის სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტი დაბლოკა. რესპუბლიკელმა სენატორებმა დაბლოკეს 110 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი. კანონპროექტის განხილვის დასაწყებად მან უნდა მიიღოს მინიმუმ 60 ხმა 100-დან, მას მხარი 49 სენატორმა დაუჭირა.

დოკუმენტი ითვალისწინებდა 106 მილიარდი დოლარის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას, აქედან ყველაზე მეტი – 61 მილიარდი უკრაინისთვის იყო განკუთვნილი, 14.3 მილიარდი ისრაელისთვის, კიდევ 2 მილიარდი ტაივანისა და ინდო-წყნაი ოკეანის უსაფრთხოებისთვის, 9 მილიარდ დოლარზე ოდნავ მეტი ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

მსგავსი თემები