აქციის მონაწილეები თავს ქაშუეთს ეკლესიას აფარებენ

სპეცდანიშნულების რაზმმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაწმინდა. გამოიყენებს როგორც ცრემლსადენი ე.წ. გაზი, ისე წყლის ჭავლი. აქციის მონაწილეებმა თავი მიმდებარე შენობებს შეაფარეს. მათ შორის ქაშუეთის ეკლესიას, რომლიც კარებიც მათ გაუხსნეს.

ამ წუთებში, ცრემლსადენი გაზით დაზიანებული მოქალაქეები ტაძარში იმყოფებიან და ერთმანეთს ეხმარებიან, თუმცა, იქაც უჭირთ სუნთქვა, რადგანაც გაზმა ტაძარშიც შეაღწია.

აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

მსგავსი თემები