,,მტერმა ისროლა 81 რაკეტა”- მასობრივი სარაკეტო შეტევა უკრაინაზე

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე მასობრივი სარაკეტო შეტევა განახორციელა. ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ძალებმა 81 რაკეტა ისროლეს, არიან დაშავებულები.

,,მძიმე ღამე. მასობრივი სარაკეტო შეტევა ქვეყნის მასშტაბით. კიევი, კიროვოგრაფი, დნიპროპეტროვსკი, ოდესა, ხარკოვი, ზაპორეჟიე, ლვოვი, ივანო-ფრანკივი, ჟიტიმორის რეგიონი, ვინიცა. თავდასხმები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, საცხოვრებელ სახლებზე.

სამწუხაროდ არიან დაშავებულები და არის მსხვერპლი.

მტერმა ისროლა 81 რაკეტა, ცდილობდენ კვლავ დააშინოს უკრაინელები, დაუბრუნდნენ თავის პათეტიკურ ტაქტიკას. დამპყრობლებს მხოლოდ მშვიდობიანი ხალხის ტერორიზაცია შეუძლიათ. ეს ყველაფერი მათ შეუძლიათ. მაგრამ ეს მათ არ დაეხმარება. პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ყველაფერზე, მათთვის ასე არ ჩაივლის”,- წერს ზელენსკი.

მსგავსი თემები