,,დღეს აუცილებლად იქნება აქცია”- პარლამენტთან კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს, პარლამენტთან კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართება. მოქალაქეები ადგილზე საღამოს 19:00 საათზე შეიკრიბებიან.

„გირჩი- მეტი თავისუფლების“ წევრის, ცოტნე კობერიძის განცხადებით, მმართველი გუნდისგან მკაფიოობას და დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლებას ითხოვენ.

,,დღეს აუცილებლად იქნება აქცია, იმიტომ, რომ არსებობს უამრავი ახალგაზრდა, რომლებსაც არ გვაქვს ნდობა “ქართულ ოცნებასთან”, რომლებიც ვთვლით, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ გარანტი, იმისა, რომ ქვეყანა გახდეს დასავლეთის ნაწილი. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც მოვითხოვთ ორივე პუნქტის შესრულებას – ერთი მხრივ გვჭირდება მკაფიოობა, როგორ აპირებენ გაიწვიონ მოცემული კანონი, იმიტომ, რომ მათი განცხადებები ბუნდოვანია, მათ აქვთ სახელი გატეხილი. მეორე, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვერდზე იდგნენ, იბრძოდნენ ჩვენთან ერთად, ჩვენ ვიყავით იქ ერთმანეთის არა მარტო თანამებრძოლები, მეგობრები, ეს ხალხი არის დაჭერილი, სანამ ეს ადამიანები არ იქნებიან გარეთ გამოსულები, არ იქნებიან თავისუფლები, “ქართულ ოცნებას” არ ეგონოს, რომ საქმე აქვთ მარტივად. დღეს იქნება აქცია, რომელიც იქნება საშუალება, ერთი მხრივ, ვიამაყოთ ერთმანეთით, ვიამაყოთ ჩვენი გაკეთებულით, ვიამაყოთ იმით, რომ პრორუსულ ძალას ვაიძულეთ გადაედგა ეს ნაბიჯი, გარდა ამისა, გარანტია მოვიპოვოთ იმისა, რომ თავისუფლები იქნებიან ჩვენი მეგობრები, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ მთელი ამ პროცესის განმავლობაში, სანამ საქართველო არ დადგება პროდასავლურ კურსზე, გარანტირებულად, არ შეწყდება აქ პროცესები”, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

მსგავსი თემები