,,ერთი თვის განმავლობაში შეუძლიათ ისევ დააყენონ კენჭისყრაზე”- ანი წითლიძე

,,ისევ ვირეშმაკობენ.  გამოიწვევენ ე.წ. ამერიკულ ვარიანტს, მეორეს დაიტოვებენ და დაელოდებიან პროტესტი როგორი იქნება,”- ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანი წითლიძე წერს.

ოპოზიციონერი დეპუტატი  კანონპროექტის გაწვევის შემდგომ პროცედურებს განმარტავს.

,,მეგობრებო განვმარტავ რომ არ დაიბნეთ.  გაწვევა შესაძლებელია ე.წ. ამერიკული ვარიანტის კანონპროექტის – რომელიც პირველ მოსმენაზე არ გასულა. სავარაუდოდ ქოცები ამაზე იძახიან რომ გაიწვევენ. სამართლებრივად ამ კანონპროექტთან ეს შეუძლიათ.

უკვე პირველ მოსმენაზე მიღებული ეს ბოლო კანონპროექტი თუ “გაწვევა” უნდათ უნდა ჩააგდონ შემდეგნაირად: განიხილოს ისევ კომიტეტებმა, უნდა ჩააგდონ. მერე სესიაზე უნდა გავიდეს ჩააგდონ.

მაგრამ ერთი თვის განმავლობაში შეუძლიათ ისევ დააყენონ კენჭისყრაზე თუ განმცხადებელი მოითხოვს. ანუ განმეორებით შეუძლიათ დააყენონ. თუ არ დააყენებენ ერთი თვის ვადაში ისევ საკითხს უკვე საბოლოოდ ითვლება ჩავარდნილად.

ისევ ვირეშმაკობენ.  გამოიწვევენ ე.წ. ამერიკულ ვარიანტს, მეორეს დაიტოვებენ და დაელოდებიან პროტესტი როგორი იქნება,”- წერს წითლიძე.

მსგავსი თემები