,,გვინდა, საქართველო იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ, იქნება”- ზელენსკი

,,მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ამ დღეებში საქართველოს მოედნებსა და ქუჩებში უკრაინის დროშები ეჭირა ხელში. მადლობას ვუხდი ყველას ჩვენი ეროვნული ჰიმნისთვის, რომელიც ისმოდა თბილისში,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, არ არსებობს უკრაინელი, რომელსაც ჩვენი მეგობარი საქართველოს წარმატება არ სურს.

„გულწრფელ პატივისცემას გამოვხატავ საქართველოს მიმართ. არ არსებობს უკრაინელი, რომელსაც ჩვენი მეგობარი საქართველოს წარმატება არ სურს, დემოკრატიული წარმატება, ევროპული წარმატება. ჩვენ გვინდა, ვიყოთ ევროკავშირში და ვიქნებით. ჩვენ გვინდა, საქართველო იყოს ევროკავშირში და მე დარწმუნებული ვარ, იქნება. ჩვენ გვსურს, მოლდოვა იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ, იქნება. ამას იმსახურებს ევროპის ყველა თავისუფალი ერი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები