,,ყოველთვის მათ გვერდით ვდგავართ, ვინც მშვიდობიანად სარგებლობს თავიანთი უნივერსალური უფლებით“- ნედ პრაისი

,,ჩვენ ქართველი ხალხისა და მათი მისწრაფებების გვერდით ვდგავართ და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა და ყველა ქვეყნის მთავრობები ახორციელებენ მათი ხალხის მისწრაფებებს,” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპატამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

„როდესაც საუბარია იმაზე, რასაც ახლა ვხედავთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვდგავართ ხალხის გვერდით მთელ მსოფლიოში, ისარგებლონ უნივერსალური უფლებით, რაც გულისხმობს თავისუფლად შეკრებას, მშვიდობიან პროტესტს, გამოხატვის თავისუფლებას. ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვდგავართ, ვინც მშვიდობიანად სარგებლობს თავიანთი უნივერსალური უფლებით“,- განაცხადა ნედ პრაისმა.

მსგავსი თემები