,,ამ დრამის თავიდან აცილება შეიძლებოდა”- ვიოლა ფონ კრამონი

,,მივესალმები “ქართული ოცნება”  გადაწყვეტილებას რუსეთის კანონის გაწვევის შესახებ. ამ დრამის თავიდან აცილება შეიძლებოდა,”- ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ ”ტვიტერში” წერს.

,,მივესალმები “ქართული ოცნება”  გადაწყვეტილებას რუსეთის კანონის გაწვევის შესახებ. ამ დრამის თავიდან აცილება შეიძლებოდა, თუ ისინი თავიდანვე მოუსმინდნენ ქართველ ხალხსა და მეგობრებს. ხალხის ხმის გაჩუმება არ შეიძლება, თავისუფლებისა და ევროპული ფასეულობებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”,- წერს კრამონი.

ამასთან, ევროპარლამენტარი მოუწოდებს ხელისუფლებას ფოკუსირდეს 12 რეკომენდაციის შესრულებაზე.

,,ახლა ფოკუსირება მოახდინეთ 12 რეკომენდაციაზე, შეწყვიტეთ ხრიკების გამოყენება, შეაჩერეთ კანდიდატის სტატუსისთვის საფრთხის შექმნა, შეაჩერეთ ქვეყნის მომავლის საბოტაჟი. ევროპის გული გააგრძელებს ცემას საქართველოში!”,- წერს კრამონი

მსგავსი თემები