„თუ პუტინი ტაშს უკრავს, როგორ შეიძლება, ის კარგი იყოს“ – ჯო ბაიდენი ჩინეთის „სამშვიდობო გეგმაზე“

ჩინეთის მიერ წარდგენილ ე.წ. სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ზელენსკის შემდეგ, კომენტარს აშშ-ის პრეზიდენტიც აკეთებს. როგორც ჯო ბაიდენი აცხადებს, ეს გეგმა მოსწონს პუტინს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის კარგი ვერ იქნება.

„თუ მას პუტინი ტაშს უკრავს,  როგორ შეიძლება, ეს კარგი გეგმა  იყოს? მე ვერ დავინახე გეგმაში ვერაფერი, რაც მიმანიშნებელია, რომ ამ გეგმის განხორციელება სასარგებლო იქნებოდა ვინმესთვის, რუსეთის გარდა“, – აცხადებს ჯო ბაიდენი.

მისივე შეფასებით, შეუძლებელია, ჩინეთმა ოდესმე რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების შუამავლობა იკისროს.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ე.წ. სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით პოზიცია პრეზიენტმა ზელენსკიმაც დააფიქსირა და აღნიშნა, რომ კარგი ის არის, რომ ჩინეთი უკრაინაზე ალაპარაკდა.

„ეს არ იყო ჩინეთის მშვიდობის გეგმა, არც რეზოლუცია და დეკლარაცია. ვფიქრობ, რომ ჩინეთმა თავისი შეხედულება გვაჩვენა”, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

 

მსგავსი თემები