ზელენსკის თქმით, მის შვილებს უკრაინა არ დაუტოვებიათ, იყვნენ და არიან უკრაინაში

პრეზიდენტმა ზელენსკიმ, უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებით საერთაშორისო მედიას უმასპინძლა და მათ ყველა კითხვას უპასუხა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, მისთვის ყველაზე რთული კითხვა, რაც ჟურნალისტმა დაუსვა, სწორედ მის ოჯახსა და შვილებს ეხებათ.

„კითხვა ყველაზე რთულია. მე ისინი (ოჯახი), რა თქმა უნდა, მიყვარს, მე მიყვარს ჩემი ცოლი, ჩემი შვილები, ისინი ჩემთვის მთავარი ადამიანები არიან. მე მათ ხშირად ვერ ვხედავ. ჩემი მშობლები – მე მათ საერთოდ ვერ ვხედავ. მნიშვნელოვანია, ჩემმა შვილებმა იამაყონ ჩემით. მიხარია, რომ ისინი უკრაინაში არიან. როდესაც ომის დროს ხარ პრეზიდენტი, მნიშვნელოვანია შენი შვილები აქ გყავდეს, რადგან ქვეყანა აქ არის, რადგან ბიჭები და გოგონები აქ იხოცებიან“, – ასე უპასუხა პრეზიდენტმა ზელენსკიმ მედიის კითხვას ოჯახთან დაკავშირებით.

 

მსგავსი თემები