ბადრი ესებუა აცხადებს, რომ თბილისსა და ბათუმში ცხოვრობდა და ძარცვასთან კავშირი არ აქვს

საქართველოს ბანკის ყაჩაღობასა და მძევლების აყვანაში ბრალდებული ბადრი ესებუა აცხადებს, რომ ის არსად დამალულა და დედაქალაქში თავისუფლად გადაადგილდებოდა. როგორც ესებუამ „ტვ პირველთან“ აღნიშნა, მას არავინ ეძებდა, რადგან მოსაძებნი არც ყოფილა.

„ტყეში არც ერთი დღე დავმალულვარ და არ მიცხოვრია. როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, ისე ვცხოვრობდი. სირცხვილია, ახლა რომ იბრალებენ, თითქოს მეძებდნენ. მე თავისუფლად გადავადგილდებოდი მთელს საქართველოში, მათ შორის, დედაქალაქში“ – აცხადებს ბადრი ესებუა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სიახლოვეს, ქირით ცხოვრობდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებოდა. მათ შორის, საკმაოდ ხშირად სარგებლობდა მეტროთი და ჰქონდა „მეტრომანის“ ბარათიც.

მას იმედი აქვს, რომ უდანაშაულობის დამტკიცებას შეძლებს.

ბადრი ესებუას ადვოკატები ხვალ, 26 თებერვალს, „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.

 

მსგავსი თემები