რუსეთს მორიგი სანქციები კანადამაც დაუწესა

ევროკვშირის პარალელურად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე, ოკუპანტი ქვეყანა კანადამაცდააჯილროვა“. კანადამ რუსეთს მორიგი სანქციები დაუწესა.

კანადის პრემიერის, ჯასტინ ტრუდოს ინფორმაციით, სანქციებში რუსეთში მოღვაწე 129 ფიზიკური და 63 იურიდიული პირი მოხვდა. სანქციები შეეხო ცნობილ ჰოკეისტ ვლადისლავ ტრეტიაკის; ყოფილი პრეზიდენტის და მოქმედი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის ყოფილი ცოლ-შვილი.

სანქციები რუსული პროდუქტების ექსპორტ-იმპორტსაც ეხება.

 

მსგავსი თემები