თურქეთში ძლიერი მიწისძვრა ისევ მოხდა  

თურქული საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა ისევ განმეორდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 5.3 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ნიღდეს პროვინციაში დაფიქსირდა. ნგრევის შესახებ, ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

მოსახლეობა პანიკაშია. ადგილობრივი ხელისუფლება კი ყველას აფრთხილებს, რომ ავარიულ შენობებს არც მიუახლოვდნენ და არც შევიდნენ.

მსგავსი თემები