„სანქციების სამიზნე არის, ვინც დამნაშავეა 6 000 ბავშვის დეპორტაციასა და იძულებით გაშვილებაზე“ – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის მხრიდან რუსეთისთვის ამოქმედებულ სანქციების მე-10 პაკეტთან დაკავშირებით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.

„მიღებულია სანქციების მე-10 პაკეტი:

ჩამოთვლილი 121 ფიზიკური პირი და სუბიექტი, მნიშვნელოვანი ახალი იმპორტი/ექსპორტი შეზღუდვები, რუსული პროპაგანდისტული საშუალებების აკრძალვა.

ჩვენ ვრჩებით ერთიანნი ჩვენს გადაწყვეტილებაში, დავარღვიოთ რუსეთის ომის მანქანა. როგორც ჩვენი ჩამონათვალის ნაწილი, სანქციების სამიზნე ის ადამიანები არიან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მინიმუმ 6 000 უკრაინელი ბავშვის დეპორტაციასა და იძულებით შვილად აყვანაზე. ეს არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა, მათ შორის ჟენევის კონვენციის, რაც მე გუშინ გაეროს უშიშროების საბჭოზე განვაცხადე” – აცხადებს ბორელი.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა სანქციების მე-10 პაკეტი რუსეთის უკრაინაში შეჭრის წლისთავზე დაამტკიცა.

 

მსგავსი თემები