„სასჯელს საკმაოდ კომფორტულ პირობებში იხდის“ – თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სასჯელს საკმაოდ კომფორტულ პირობებში იხდის და მან თვითდაზიანება უნდა შეწყვიტოს.

„ყველა ღონეს იყენებენ, რათა დიდი თანხა დაიხარჯოს ლობისტურ პროცესზე, იმის ადვოკატირების პროცესზე, რომ თითქოს სააკაშვილი არ იხდის სასჯელს იქ, სადაც უნდა იხდიდეს. ვხედავთ, რომ კანონის საფუძველზე, სასჯელს საკმაოდ კომფორტულ პირობებში იხდის. რბილად რომ ვთქვა, არაერთი უმძიმესი დანაშაულისთვის.

ალბათ, მომავალშიც გააგრძელებენ ამ თანხების ხარჯვას, იქნებ როგორმე მიაღწიონ ამ ადამიანის გათავისუფლებას, რომელიც ერთი ჩვეულებრივი კრიმინალი იქნებოდა, რომ არ ჰქონდეს ეს დანაშაულები ჩადენილი პრეზიდენტის თანამდებობიდან. მე ვემხრობი სასჯელის აღსრულებას. მჯერა, რომ ის შეწყვეტს თვითდაზიანებას, შეეგუება სასჯელს, იქნება ჯანმრთელად და კარგად, და, რომ ვერავითარი ლობისტური საქმიანობა ამ სასჯელაღსრულების პროცესს ვერ შეუშლის ხელს“, – განაცხადა წულუკიანმა მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით.

 

მსგავსი თემები