პრეზიდენტის დედის თქმით, მისი შვილი ტკივილგამაყუჩებლებზეა

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის დედის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის  ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და ის ტკივილგამაყუჩებლებზეა.

„ჯანმრთელობა ისევ მძიმეა. ადამიანს მუდმივად აქვს სიცხე. ძალიან კმაყოფილი დარჩა გუშინდელი აქციით. ხალხმრავლობა ძალიან მოეწონა. შვილი მოვიდა, ნიკოლოზი, ეს უკვე არაერთხელ მეორდება, ადამიანი მოჰყავთ, ზის, ზის ბოლო წუთამდე. უარი არ არის, მაგრამ, მერე, უკანასკნელ მომენტში არის უარი“ – აღნიშნა ალასანიამ მედიასთან.

მისი თქმით, პრეზიდენტს შეუძლია მისი შვილის საკითხი მარტივად გადაწყვიტოს.

„პრეზიდენტს შეუძლია, რომ ერთი ხელის მოწერით დაუსვას ამას წერტილი“ – აცხადებს ალასანია.

 

მსგავსი თემები