2 წლამდე ბავშვს, რომელზეც მამა ძალადობდა, ხელიც ჰქონდა მოტეხილი და არავინ დახმარებია  

2 წლამდე ბავშვის მდგომარეობა ისევ რთულია. მამის მიერ ნაწამები ბავშვი ამ დრომდე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მამა კი ბრალდების წარდგენის მოლოდინშია.

ბავშვი მძიმე დაზიანებებით გურჯაანიდან თბილისში რამდენიმე დღის უკან გადმოიყვანეს. მას სხეულზე დამწვრობები, სიგარეტის ჩაქრობის კვალი და სხვა დაზიანებები აღენიშნებოდა. ბავშვის ბებია კი ამტკიცებდა რომ ბავშვზე დედა, მისი რძალი ძალადობდა, როს გამოც პოლიცია გამოიძახა.

ბავშვს სისხლჩაქცევები, სილურჯეები აღენიშნება და მუცელში სითხე აქვს დაგროვილი. როგორც გაირკვა, ბავშვს ხელიც ჰქონდა მოტეხილი, თუმცა, მას სამედიცინო დახმარება არ ჩატარებია.

მსგავსი თემები