უკრაინის სოლიდარობის მრავალათასიანი აქცია ფრეიბურგშიც გაიმართა

უკრაინას სოლიდარობა გერმანიაშიც მრავალათასიანი აქციით გამოუცხადეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილე და მხარდამჭერი იყო წარმატებული ქართველი, მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის, გერმანიის მაქს/პლანკის ინსტიტუტში პოსტსაბჭოური ქვეყნების კოორდინატორ/ექსპერტი, კონფლიქტოლოგი, კრიმინოლოგი და საერთაშორისო მედიატორი ელიკო წიკლაური-ლამიხი.

როგორც ელიკო წიკლაური აცხადებს, დღევანდელმა დღემ 2008 წელი გაახსენა და ღირსება და სამშობლოს სიყვარული არც იზომება და არც იყიდება.

„დღეს ფრეიბურგში მრავალათასიანი დემონსტრაცია გაიმართა გმირი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. რა თქმა უნდა ჩვენც მხარი დავუჭირეთ, არაჩვეულებრივი სიტყვით გამოვიდნენ და მიესალმნენ დემონსტრაციაზე თავშეყრილ საზოგადოებას ქართველი ნანა ვოსნერი და თორნიკე სვანიძე და სხვა სტუდენტები. კარგად მახსოვს, როცა მე ვაწყობდი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის ომის დასაგმობ დემონსტრაციებს უკრაინელებიც გვერდით გვედგნენ. ისტორიას ბევრი მაგალითი ახსოვს, და რაღა შორს წავიდეთ, საქართველოს ისტორია სავსეა ასეთი მაგალითებით როცა მცირერიცხოვანი ერები ამარცხებდნენ უფრო მრავალრიცხოვან და კარგად შეიარაღებულ მოწინააღმდეგეს, ღირსება და სამშობლოს სიყვარული არც იზომება და არც იყიდება!!!!“  -აცხადებს ელიკო წიკლაური-ლამიხი.

მსგავსი თემები