კორონავირუსით 832 ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში 31 409  ტესტი ჩატარდა. შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 832 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 348 594-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.65 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.98%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 624 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 332 304-მდე.

მსგავსი თემები