კორონავირუსით ბავშვების ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია

კორონავირუსით ინიცირებულ ბავშვთა რაოდენობა საქართველოში 9,5 – 10 პროცენტია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. როგორც თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა  ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ბავშვებში გარდაცვალების შემთხვევები ერთეულებია.

„ბავშვების კუთხით მდგომარეობა ზუსტად იმეორებს იმ მაჩვენებელს, რაც გვაქვს მოზრდილებში, ვგულისხმობ ინფიცირების მაჩვენებელს. ჩვენი სტატისტიკით, საქართველოში ბავშვების წილი ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაში 9,5 -10%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში საკმაოდ ბევრია ინფიცირებულ ბავშვთა რაოდენობა. მომართვიანობაც ტალღისებრია. მეორე და მესამე ტალღის დროს მომართვიანობა განსაკუთრებით მომატებული იყო. თუმცა, ეს არ აისახა მძიმე შემთხვევების მატებაში. მხოლოდ ერთეული შემთხვევები გვაქვს ქვეყანაში დაფიქსირებული ბავშვებში გარდაცვალების“ – განუცხადა პროფესორმა „მედიაცენტრ მთავრს“.

მსგავსი თემები