საქართველოში აშშ-ის მაღალჩინოსანი ჩამოდის

საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ რიკერი ეწვევა. ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერის ვიზიტი  6-13 ივნისსაა დაგეგმილი.

ფილიპ რიკერი როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩავა.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, ქვეყნებში ვიზიტის მიზანი ორმხრივი ურთიერთობების განვითარება,  რეგიონის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება და ამ პროცესში აშშ-ის მხარდაჭერაა.

მსგავსი თემები