„შეთანხმება შედგა!” – მეუფე ნიკოლოზი განმარტავს, ვინ დააკვირდება ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელებს

ამ წუთებში ნინოწმინდის პანსიონში სოცმუშაკების, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლების ერთობლივი შეხვედრა დასრულდა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, შეთანხმება შედგა და სოცმუშაკები პანსიონში დარჩებიან.

„შეთანხმება შედგა. შეხვედრაზე ვიყავით ეკლესიის წარმომადგენლები, ხელისუფლების წარმომადგენლები და სოცმუშაკები. შევთანხმდით, რომ სოცმუშაკები დარჩებიან აქ. ჩვენ ყველას გვექნება კომუნიკაცია ერთმანეთთან. სოცმუშაკების ნაწილი იმუშავებს დღის განმავლობაში, რამდენიმე კი ღამითაც დარჩება და ბავშვებთან მათი ეს ურთიერთობა გაგრძელდება რამდენ ხანსაც ჩათვლიან ისინი საჭიროდ“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

მსგავსი თემები