შესაძლოა, გრიპის ვაქცინის მსგავსად, კორონავირუსის აცრაც 6 თვის ასაკიდან დასაშვები გახდეს

  •  

„მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი წარმატებით დასრულდება, 2022 წლისთვის შესაძლებელია ვიფიქროთ ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებაზე“ – განუცხადა „მედიაცენტრ მთავარს“ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა  ივანე ჩხაიძემ.

მისივე განმარტებით, ორმა ქვეყანამ, კანადამ და აშშ-მ 12 წლის ზემოთ ვაქცინაციის ჩატარებაზე განაცხადი უკვე გააკეთეს.

„საუბარია „ფაიზერის“ ვაქცინაზე. იგივე ასაკობრივი ჯგუფი დაასახელა „მოდერნამაც“. თუ ეს მონაცემები და კვლევები უფრო დაბალ ასაკობრივ ჯგუფშიც ეფექტური აღმოჩნდა,  შესაძლებლია მივიღოთ ის სცენარი, როგორც გრიპის საწინააღდეგო ვაქცინა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაც იყოს დაშვებული ბავშვთა ასაკში და ისევე, როგორ გრიპის ვაქცინას ვატარებთ 6 თვის ასაკობრივ ჯგუფში, ასევ მოხდეს ამ შემთხვევაშიც. ამ ეტაპისთვის, ბავშვებში რეინფიცირების არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებული არ არის“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები