„ქართულმა ოცნებამ“ ყველა ვალდებულება და პირობა შეასრულა, ამიტომ, მივმართავ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ მათაც გააკეთონ მათი წილი საქმე” – ვიოლა ფონ კრამონი

„უკვე გამოვხატე ჩემი იმედგაცრუება, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ მოაწერა ხელი შეთანხმებას”, – ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ევროპარლამენტარის თქმით, საჭიროა, „ნაციონალურმა მოძრაობამ” გააცნობიეროს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს.

„ეს არის საქართველოსა და მოქალაქეების ინტერესებში. ვფიქრობ, დამატებითი რადიკალიზაცია და პოლიტიკური თამაშები არ არის სასარგებლო სამომავლო თანამშრომლობისთვის და პარლამენტის სრულყოფილად მუშაობისთვის.

მსურს, ვიხილო ჩემი კოლეგები პარლამენტში და იმედი მაქვს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ გააცნობიერებს, სად არის მათი ადგილი. ეს ადგილი არის პარლამენტში. დიახ, მათი პოზიცია გულდასაწყვეტია და ჩვენ ველოდებით მომენტს, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოაწერს ხელს შეთანხმებას. ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობა“ მიხვდება, რომ მათ დაკარგეს ბევრი დრო და საჭიროა ხელმოწერა, პარლამენტში შესვლა. ამ თვალსაზრისით „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ვალდებულება შეასრულა და დაიცვა ყველა პირობა, რაც მისასალმებელია. ამიტომ, მივმართავ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ მათაც გააკეთონ მათი წილი საქმე“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

მსგავსი თემები