გოგი თოფაძის შვილი აცხადებს, რომ მან არ იცის, შვილი ვინ დაჭრა

გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე პალატაში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, ჯერ მისი დაკითხვა არ მომხდარა. დაზარალებულის მამა კი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, ვინ დაჭრა ლევანი.   

ირაკლი თოფაძის თქმით, მასთან არც გამომძიებლები ყოფილან.

„ჩვენთვის უცნობია, ჩემს შვილს ჭრილობები ვინ მიაყენა. გოგიმ რა ჩვენება მისცა არ ვიცი. შეიძლება, აღელვებული იყო და მოყვა რაც იცოდა. თუმცა, ჩვენ, არც მე და არც გოგო ფაქტს არ შევსწრებივართ. ჩვენ მერე ავედით, როცა ყველაფერი მომხდარი იყო. რატო გადაუკვალიფიცირეს ბრალი და რატომ დაუმძიმეს მუხლი ვერ გეტყვით, ჩემთან გამომძიებელი არც მოსულა და არავის უთქვამს, რომ მან დაჭრა. ამას არც არავინ ამტკიცებს.  არც არანაირი მტკიცებულება არსებობს ამისი“ – აცხადებს ირაკლი თოფაძე.   

მსგავსი თემები