საკოორდინაციო საბჭომ სწავლის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო

დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოზე სექტემბერში სასწავლო პროცესიც დაწყებაზე იმსჯელეს და გადაწყვეტილებაც მიიღეს.

როგორც განათლების მინისტრმა განაცხადა, სასწავლო წელი 15 სექტემბერს, ჩვეულ რეჟიმში განახლდება.

„დღევანდელი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება 15 სექტემბერს ჩვეულ რეჟიმში, ასევე უნივერსიტეტებშიც, აუდიტორიებში, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის და რასაკვირველია, საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროს იქნება აქტუალური“, – განაცხადა ჩხენკელმა.

მსგავსი თემები