„55 – 60 % – ს აიღებს „ქართული ოცნება“ – სიმონ ნოზაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„სავსებით შესაძლებელია 10 სუბიექტი მაინც იყოს მომავალ პარლამენტში, რადგან 1% – იანი ბარიერი ბევრისთვის ხელმისაწვდომია,“ – მის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარემ, სიმონ ნოზაძემ განაცხადა.

სიმონ ნოზაძე თვის, რომ მმართველი გუნდი ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს:

„მე მგონია, რომ 55 – 60 % – მდე მიიღებს „ქართული ოცნება, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ადგილზე გავა და მიიღებს სავარაუდოდ 12 – 14 პროცენტს, მე რასაც ვაკვირდები დანარჩენი პარტიები 3- 4 % – ის ფარგლებში იქნებიან, ახალი პარტიები კი ერთ პროცენტს მიიღებენ, მე არ ვიცი რას გადაწყვეტს „ქართული ოცნება,“ მათ შეუძლიათ ითანამშრომლონ სხვა პარტიებთან, თუმცა მათ თანამშრომლობას „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ფრთასთან რაიმე სახით გამოვრიცხავ,“ – განაცხადა სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“


“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები