გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არსებითი განხილვა 18 აგვისტოს გაგრძელდება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმე სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა. დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილეს.

დახურული პროცესების შემდეგ, ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობების ნაწილი დაუშვებლად ცნო, მათ შორის იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა ადვოკატების მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას.

ასევე, მოსამართლემ დაუშვებლად ცნო ადვოკატების ის შუამდგომლობა, რომელიც პროკურატურის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას ეხება. მათ შორის, ადვოკატების ნაწილი ითხოვდა საქმეში დაზარალებულად ცნობილი ამირხანაშვილის და ახვლედიანის ჩვენებების გადაცემას.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, სასამართლომ ადვოკატების შუამდგომლობა პროკურატურის მტკიცებულებების დაუშვებლობაზე არ დააკმაყოფილა და მათი პოზიცია გაიზიარა. ასევე, სასამართლომ უარი უთხრა ადვოკატებს მათ იმ შუამდგომლობაზე, რომელიც ბრალდებული პირებისთვის დევნის შეწყვეტას ეხებოდა.

საქმეზე არსებითი განხილვა 18 აგვისტოს 15:00 საათზე გაგრძელდება.

მსგავსი თემები