„ამ ბოლო დროს გახშირდა ანტიაზერბაიჯანული პროპაგანდა“ – ალი ბაბაევი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბაივი უფლებადამცველ ნიკოლოზ მჟავანაძე უჩივლებს, ალი ბაბაევი თვლის, რომ საზოგადოებას ცრუ ინფორმაცია მიეწოდება.

„9 თაობა დაბადებული ვართ საქართველოში და არასოდეს გვიღალატია ქვეყნისთვის, ამ ბოლო დროს გახშირდა ანტი აზერბაიჯანული პროპაგანდა, თითქოს აზერბაიჯანი ოკუპანტი ქვეყანაა და ჩვენ ვართ გამყიდველები, მათ შორის მეც, ამ განცხადების გამკეთებელი ადამიანი, არის პირი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს პროკურატურაში მუშაობდა, შემდეგ იქიდან გააგდეს თუ წამოვიდა, შემდეგ გახდა უფლაბადამცველი, ის ხმამაღლა ლანძღავს აზერბაიჯანელ საზოგადოებას, ხალხი მეკითხება რა უნდა ნიკოლოზ მჟავანაძეს, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ შევიტანოთ საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომ ბატონმა ნიკოლოზ მჟავანაძემ დაამტკიცოს ჩემი მოღალატეობა და ის, რომ მე ვარ საქართველოს მტერი, ქართულმა საზოგადოებამ იცის, რომ მე სამართლიანობისთვის ვიბრძოდი ყოველთვის,“ – განაცხადა ალი ბაბაევმა „მედიაცენტრ მთავარში.“

ბაბაევი თვლის, რომ აღნიშნული პროპაგანდა ცუდად აისახება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე:

„ეს ადამიანები მიზანმიმართულად ცდილობენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არიონ, ესენი არიან დაფინასებული აღნიშნული ინფორმაციის გასავრცელებლად, მე ერთადერთი მოთხოვნა მაქვს მჟავანაძემ დაამტკიცოს ის ინფორმაცია, რასაც ავრცელებს, მე მსგავსი ადრე გავასაჩივრე, ამიტომ ნება იბოძოს მჟავანაძემ თავისივე გადაცემაში ბოდიში მოუხადოს საქართვლოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს და პირადად მე, ესაა პროვოკაცია, რომ კონფლიქტში ჩართონ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები.“ – განაცხადა ალი ბაბაევმა „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.


მსგავსი თემები