„ჟვანიას რა ემუქრება და რატომ ემუქრება, ჩემი საქმე არ არის“ – გოგი თოფაძის შვილი  

გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრისთვის ბუსა ჟვანიას ბრალი წაუყენეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.  სასამართლო პროცესი კი დღეს გაიმართება. დაჭრილ თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი უკვე მიანიჭეს.

რაც შეეხება დაზარალებულის ოჯახს, გოგი თოფაძის შვილი ირაკლი თოფაძე აცხადებს, რომ ბავშვის მდგომარეობა შედარებით უკეთესია.

„ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით უკეთესია. მე ვერ გეტყვით, ჟვანიას რა ემუქრება და რატომ ემუქრება. ეს ჩემი საქმე არ არის. იქნებ, არც არის დამნაშავე. ეს გამოძიებას უნდა ჰკითხოთ. ჩემი შვილი ძლივს გადავარჩინე და გამომძიებლებში ვირბენდი? ჯერ შვილის გადარჩენაზე დავდივარ“ – განაცხადა ირაკლი თოფაძემ ჟურნალისტებთან.   

გოგი თოფძის შვილიშვილი, დღეს, რეანიმაციიდან პალატაში უნდა გადაიყვანონ.

მსგავსი თემები