შსს მზადაა, ბაჩალიაშვილის საქმეში ფედერალები ჩართოს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ჩართვის საკითხზე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს შეხვედრა შესთავაზა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ მზად არიან, საქმის გამოძიების დროს ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან ითანამშრომლონ.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუკავშირდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მათ მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საქმეში ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ჩართულობას. სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნულ პროცესში ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ და ამ მიზნით დღეს ოჯახს შეხვედრა შესთავაზა“, – აცხადებენ შსს-ში.

მსგავსი თემები