თსუ-ს რექტორობის კანდიდატი გიორგი ბარამიძე რექტორის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი გიორგი ბარამიძე რექტორის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. როგორც ბარამიძე ამბობს, პროცესი დისკრედიტებული და პოლიტიზებულია.

„ჩემი შეფასებით, აშკარად იკვეთება ხელისუფლების ინტერესი და მისი ირაციონალურო აჩემება, რომ ეს უნივერსიტეტი იყოს მათი გავლენის სფეროში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ამ კედლებში მძინვარებს აკადემიური კორუფცია. ჩემი მიზანი იყო ეს პროცესი შიგნიდან მემხილებინა და ასე რომ მომხდარიყო ამ პროცესს ჩემ თვალწინ უნდა გაევლო. გასაუბრებაზე, როდესაც „ზუმის“ პროგრამაში  ჩავერთე, მეუბნებოდნენ, თქვენს გამოსახულებას ვხედავთ, მაგრამ ხმა არ მოდისო, წარმოუდგენელია ჩემს კომპიუტერს ჰქონოდა ეს პრობლემა, რადგან ყოველდღიურრად 25 ენაზე მაქვს ურთიერთობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ეს მიზანმიმართული პროვოკაციაა. ჩემი პოზიცია მაინც გამოვხატე და ესენი პირში ჩალაგამოვლებულები დარჩნენ. ჩაფიქრებული ჰქონდათ, რომ ერთი საათი ეძახათ, გავასწორებთ, მოვალთო. მიზანი იყო ჩემი ხმა არ გაეგონა საბჭოს. ყველანაირად უნდოდათ ბოიკოტის პოზიცია არ გამომეხატა, მაგრამ ეს ვერ მიიღეს“, – განაცხადა ბარამიძემ.

მსგავსი თემები