საქართველოში ექიმიც დინფიცირდა

კლინიკა „მედკაპიტალის“ ექიმს, რომელსაც 140-მდე თანამშრომელთან ჰქონდა შეხება, “ახალი კორონავირუსი” დაუდგინდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ექოსკოპისტი ამერიკიდან 14 მარტს დაბრუნდა და რამდენიმე დღეში სამსახურში მივიდა, სადაც პაციენტებს მთელი დღის განმავლობაში იღებდა.

დღეს კი, “მედიაცენტრი მთავარის” კითხვას, არის თუ არა შემთხვევები, როცა კლინიკაში, სამკურნალო დაწესებულებაში  დაინფიცირდა ადამიანი და რამდენი ასეთი შემთხვევა გვაქვს, დაავადებათა კონტროლის ერონული ცენტრის გენერალურ დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ ასე უპასუხა:

“მსგავსი შემთხვევა ჯერ არ გვქონია, თუმცა, ამ საკითხისადმი ყურადღება გამახვილებულია, რადგან, მოგეხსენებათ, რომ ჩინეთშიც და იტალიშიც, სხვა ქვეყნებშიც სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მაჩვენებელი საკმაოდ შემაშფოთებელი იყო”.

სამწუხაროდ, ექიმის დაინფიცირება გვიან დადასტურდა.


მსგავსი თემები