ბესარიონ ჟვანია მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

  •  

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუსა ჟვანიას სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთია, დასრულდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ჟვანიების ოჯახის მოთხოვნა და ბრალდებული ჟვანია პატიმრობაში დატოვა.

ბუსა ჟვანია დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატმა კი შუამდგომლობა დააყენა და დაკავებულის გირაოთი, 50 000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლება ითხოვა.  

მედიასთან კომენტარი დაკავებულის დედამაც გააკეთა. „მთავარია, რომ ბავშვი გადარჩა და ჯანმრთელია. ღმერთს ვევედრები, რომ ფეხზე დადგეს. ვისურვებდი, მე დამმართნოდა ეს. ახლა გამოვიხედეთ თვალში, ძალიან მძიმედ ვიყავით ყველანი“ – განაცხადა ნინო ჟვანიამ.

შეგახსენებთ, რომ ბუსა ჟვანია გოგი თოფაძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.   

მსგავსი თემები