„მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას ამხელა ჯარიმები არ აქვს, როგორც საქართველოს“ – შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ყველაზე მაღალი ჯარიმა გვაქვს მსოფლიოში, ასეთი პრეცედენტი არავის არ აქვს კოვიდის პირობებში – 10 000 ლარი“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა.

ალავერდაშვილს მიაჩნია, რომ ბიზნესი დღეს დაშინებულია და საქართველოში ჯარიმების რაოდენობა ყველა დანარჩენს მსოფლიოსთან შედარებით უპრეცედენტოდ მაღალია:

„ჩვენ ხომ ყველაფერში „მოწინავეები“ ვართ, მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ აქვს ამხელა ჯარიმები, როგორც საქართველოს, მაშინ, როცა ბიზნესის გაკოტრებულია, რამოდენიმე ბიზნესმენმა გადაწყვიტა ვალი აიღოს და გახსნას ობიექტი, შესაბმისად აიღეს ლიზენცია და ამ ლიცენზიის მიღების შემდეგ ისევ მიადგნენ ამ ხალხს და თავისივე შემოწმებული ობიექტები იგივე პირობებით დააჯარიმეს, რაზეც თვითონ ჰქონდათ გაცემული ლიზენცია. ესაა ბიზნესის დაშინება და ბევრმა ადამიანმა  გადაწყვიტა აღარ გახსნას ობიექტი.

დღევანდელ სიტუაციაში ადამიანი, როცა ხსნის ობიექტს ის არაა ორიენტირებული მოგებაზე, უბრალოდ მუშაობის სტიმულს ქმნიან, რომ სახლში უაზროდ არ დასხდნენ და ამ მიზნით გადაწყვიტეს ბიზნესის ამუშავება, თუმცა, როცა მიხვდნენ , რომ ეს უფრო აზარალებდათ გადაწყვიტეს ისევ დახურვა, რაც ძალიან ცუდია,“ – განაცხადა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“



“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები