ბეირუთში აფეთქების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები

  •  

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება მოხდა.

ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ აფეთქების შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. უცხოური მედია ადგილიდან პირდაპირ რეპორტაჟს გადასცემს.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას „როიტერი“ ქვეყნის სამედიცინო და უსაფრთხოების დეპარტამენტის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლიბანის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ აფეთქების შედეგად დაშავდა ასობით ადამიანი. ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება მოჰყვა ხანძარს, რომელიც ფოიერკვერკებით სავსე ადგილას გაჩნდა.

“ბიბისის” ცნობით, აფეთქება ლიბანის ყოფილის პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობის შესახებ სასამართლო ვერდიქტის გამოტანას უკავშირდება.

სასამართლო ვერდიქტს ოთხ ეჭვმიტანილს გამოუტანს, რომელსაც რაფიკ ჰარირის მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟება ედებათ ბრალად. ოთხივე ეჭვმიტანილი ჰეზბოლას დაჯგუფების წევრები არიან. ბრალს არც ერთი მათგანი არ აღიარებს.

მსგავსი თემები

4 Thoughts to “ბეირუთში აფეთქების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები”

  1. Like!! I blog frequently and I really thank you for your content. The article has truly peaked my interest.

  2. These are actually great ideas in concerning blogging.

  3. I like this website very much, Its a very nice office to read and incur information.

  4. SMS

    Your site is very helpful. Many thanks for sharing!