„ზღვის კურორტები 1996-97 წლების პერიოდში დაუბრუნდა“ – შალვა ალავერდაშვილი „მდიაცენტრ მთავარში“

„რეალურად ზღვის კურორტებზე მხოლოდ პატარა სასტუმროებით მუშაობს და  გადასულები არიან ქართველების მომსახურებაზე, ფასები იმდენად დაკლებულია, რომ „კოიკების“ დაქირავების დრო დაბრუნდა,“ – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში“ სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა.

ალავერდაშვილი აღნიშნავს, რომ ზღვის კურორტებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა მთის კურორტებზე, თუმცა მისივე ინფორმაციით, გამონაკლისები ამ შემთხვევაშიც არსებობს:

„ძალიან დაკლებულია ფასები, დაბრუნდა 1996 – 87 წლების პერიოდი, გადავიდნენ ე.წ კოიკების გაქირავებაზე, რისი ფასიც ქობულეთში,  5 – 10 ლარია, თუმცა სხვა გამოსავალი არ აქვს სექტორს.

რაც შეეხება მთის კურორტებს, შოვი შედარებით კარგად მუშაობს. მთის კურორტები უკეთესად მუშაობს ადგილობრივების ხარჯზე, თუმცა სვანეთს ყველაზე მეტად გაუჭირდა, რომელიც დამოკიდებული იყო უცხოელ ტურისტებზე და გაუჭირდა ყაზბეგსაც, კახეთი  შედარებით კარგად მუშაობს სასტუმროების ხარჯზე, განსაკუთრებით შაბათი – კვირა, თუმცა ეს ზღვაში წვეთია,“ – განაცხადა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

სპეციალისტი ვერ პროგნოზირებს სიტუაცია როდის დასტაბილურდება, თუმცა აღნიშნავს, რომ გამოსავალი ამ შემთხვევაში მხოლოდ სწორი დაგეგმარებაა.

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები