მანდატურის სამსახური მოსწავლის მიერ შესაძლო სუიციდის მცდელობის ფაქტზე, განცხადებას ავრცელებს

28 თებერვალს, თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მანდატურს შეატყობინეს მათი თანაკლასელი გოგონას მხრიდან შესაძლო სუიციდის მცდელობის თაობაზე. შემთხვევა დღეს დილით, სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგ მოხდა, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას მანდატურის სამსახური ავრცელებს და მოუწოდებს მედიასაშუალებებს, საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ. “28 თებერვალს თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მანდატურს შეატყობინეს მათი თანაკლასელი გოგონას მხრიდან შესაძლო სუიციდის მცდელობის შესახებ. კერძოდ, გოგონამ სატელეფონო შეტყობინებით თანაკლასელს აცნობა, რომ სკოლაში მისვლამდე, სუიციდის მიზნით, მედიკამენტები მიიღო და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. შემთხვევა დღეს დილით, სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგ მოხდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მანდატურმა…

მეტი...

აკაკი ზოიძე: მთავარია, ყველაფერი მალე დასრულდეს, რომ ანაკლიის პროექტს ჩრდილი არ მიადგეს

“ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი მალე დასრულდეს, რადგან იმ ადამიანების რეპუტაციაზე არის დამოკიდებული გარკვეულწილად, ანაკლიის პროექტის დროულად განხორციელების პერსპექტივა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა აკაკი ზოიძემ დღეს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას ისაუბრა. მისი თქმით, პროკურატურაში ჩატარებული ბრიფინგის მიზანი იყო, რომ სწრაფად და ამომწურავად გაეცეს კითხვებს პასუხი, რათა რეპუტაციული ზიანი არ მიადგეს კონკრეტულ ადამიანებს, ვისზეც დამოკიდებულია ანაკლიის პორტის განხორციელების პერსპექტივა. „ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი მალე დასრულდეს, რადგან იმ ადამიანების რეპუტაციაზე არის დამოკიდებული გარკვეულწილად, ანაკლიის პროექტის დროულად განხორციელების პერსპექტივა. ასე რომ, ყველა შემთხვევაში, ჩემთვის, როგორც პარლამენტის…

მეტი...

ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება პრიორიტეტულია – თბილისის მერი

თბილისის მერიამ შეიმუშავა კონცეფცია, რომელიც ამტვერებადი მასალით ჰაერის დაბინძურების კონტროლის მექანიზმების დაწესებას ითვალისწინებს, რაც მაქსიმალურად შეზღუდავს სამშენებლო, თუ სარეალიზაციო ობიექტებიდან, ასევე ტრანსპორტირების პროცესში სამშენებლო მასალის ჰაერში გაფრქვევას. საკანონმდებლო ინიციატივამ პარლამენტის მხარდაჭერა მიიღო, რისთვისაც დედაქალაქის მერი დეპუტატებს, განსაკუთრებით კი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებს მადლობას უხდის.  როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, თუმცა მხოლოდ გამწვანებით ეს პრობლემა არ მოგვარდება. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები კი, დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას ისახავს მიზნად. „არაერთხელ გვისაუბრია, რომ ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი მდგომარეობის გამოსწორებაა. ამ მიმართულებით…

მეტი...

კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 1 410 000 ლარი დაიხარჯება

თბილისში, საბურთალოს რაიონში, კანდელაკის ქუჩაზე კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რაც მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულად შეცვლას ითვალისწინებს. თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა. წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაციას კი, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განახორციელებს. მისივე ინფორმაციით, განახლდება განათების ბოძები, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები. მიწისქვეშა სამუშაოების დასრულების შემდეგ, კანდელაკის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ტროტუარი და ბორდიური. გზის საფარი მთლიანობაში, 1,2 კილომეტრზე განახლდება. ​პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 410 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „დინ გრუპი“ განახორციელებს. სამუშაოების ღირებულება 1.5 მილიონამდე ლარია.

მეტი...

“ქვეყანაში კვალიფიცირებული მეტყევეები არ არსებობენ” – ეროვნული სატყეო სააგენტო

ეროვნული სატყეო სააგენტო მეტყევე სპეციალისტების გადამზადებას იწყებს. სპეციალურად მომზადებული სასწავლო კურსის მიხედვით სატყეო საქმის სპეციალისტები სამთვიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, სააგენტოს სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ გაივლიან, რომლის დასრულების შემდეგ ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდებიან. როგორც ეროვნულ სატყეო სააგენტოში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ქვეყანაში დღეს, არ არსებობს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მეტყევე, ვისაც შეუძლია, როგორც საველე სამუშაოების ჩატარება, ასევე, ტყის მართვის გეგმების მომზადება. “ტყის ინვენტარიზაცია, ტყის მდგრადი მართვისა და ყველა სახის სატყეო სამეურნეო ღონისძიების დაგეგმვის საფუძველს წარმოადგენს, მისი სარევიზიო პერიოდი 10 წელია, თუმცა, უკანასკნელი ტყის ინვენტარიზაციის მასალები ქვეყანაში 1997 წლით თარიღდებოდა,”- აცხადებენ სააგენტოში. ​მათივე თქმით,…

მეტი...

საქართველო – რუსეთის ურთიერთობების განვითარებაში პრობლემა არის ნატო – გრიგორ კარასინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან, პრაღაში გამართული მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს აფასებს და იმ ხელისშემშლელ ფაქტორებზე საუბრობს, რომლებიც რუსეთსა და საქართველოს შორის, ურთიერთობების ნორმალიზების თვალსაზრისით არსებობს.   “რა თქმა უნდა, საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების პროცესში სირთულეები კვლავ რჩება. მათ შორის უმთავრესი ის არის, რომ ნატო კვლავ რჩება ოფიციალური თბილისის დღის წესრიგში. საქართველოს ხელისუფლება ისწრაფვის რაც შეიძლება ახლოს იყოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, სურთ, ქვეყნის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებები ჩატარდეს”, – კარასინის სიტყვებს РИА Новости ავრცელებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მიაჩნია, რომ რუსეთი, საქართველოსთან ურთიერთობის მოგვარების გზაზე…

მეტი...

თბილისის გენგეგმაზე მუშაობა დასრულდა

დედაქალაქის მერიამ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაასრულა და დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს დღეს გადაუგზავნის. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, დოკუმენტში მთლიანად იქნა გათვალისწინებული ყველა ის შენიშვნა, რაც საკრებულოს ჰქონდა და ხარვეზები გამოსწორებულია. „დასრულდა დედაქალაქის მერიის და „სითი ინსტიტუტის“ ერთობლივი მუშაობა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე. ამ დოკუმენტის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. იცით, რომ რამდენიმე ხნის წინ, აღნიშნული დოკუმენტი თბილისის საკრებულომ ისევ მერიას გადმოუგზავნა, რომ ის ხარვეზები თუ შენიშვნები, რაც იყო მათი მხრიდან, გაგვეთვალისწინებინა. ჩვენ ვიმუშავეთ და ყველა ხარვეზი გამოსწორებულია, შენიშვნები მიღებულია და დღეს უკვე დოკუმენტს საკრებულოში გადავაგზავნით…

მეტი...

“კანონიერ ქურდებს” ქვეყნის დატოვებას აიძულებენ, ეს რა მიდგომაა?!” – ნანა კაკაბაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ე.წ. “კანონიერი ქურდების” დევნას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ამ მხრივ, მოქმედი ხელისუფლება წინამორბედის მიერ დანერგილ მანკიერ პრაქტიკას განაგრძობს. ადამიანის ქვეყნიდან განდევნა და დაპატიმრება მისი მრწამსისა და სტატუსის გამო, თუ დანაშაული არ ჩაუდენია, დაუშვებელია. ​​როგორც ნანა კაკაბაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი პროტესტის მიზანს წარმოადგენს არა ე.წ. ქურდული მენტალიტეტის, არამედ სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესების დაცვა.  მისივე თქმით, უფლებადამცველები არ არიან ადვოკატები. ისინი არ იცავენ კონკრეტულ პირებს ან ჯგუფებს, არამედ ღირებულებებს, რასაც ხშირ შემთხვევაში პოლიტიკოსები ეწინააღმდეგებიან.    “ასეთი სახის კანონმდებლობა, სწორედ იმ ღირებულებების…

მეტი...

პროკურატურა „თიბისის“ საქმეზე ალაპარაკდა

გენერალური პროკურატურა “თიბისი” ბანკის საქმესთან დაკავშირებულ მიმდინარე გამოძიების დეტალებს ასაჯაროვებს. პროკურატურის განცხადებით, 2008 წლის აპრილ-მაისში ,,თიბისი ბანკმა“ მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიებზე – ,,სამგორი M”-სა და ,,სამგორი თრეიდზე“ სესხის სახით გასცა 17 მილიონი აშშ დოლარი. იმავე დღეს, აღნიშნული 17 მილიონი აშშ დოლარი უკლებლივ ჩაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე მაშინ, როდესაც კომპანიებს ,,თიბისი ბანკიდან“ აღნიშნული სესხი აღებული ჰქონდათ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით და არა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის სესხის სახით გადასაცემად. 2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიებს, ისე რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული, სესხის გადახდის ვადა, სრულიად…

მეტი...

იაპონიის ელჩმა რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი ყველაზე მდგრად და ახლო პარტნიორად დაასახელა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ, იაპონიის ელჩის რეზიდენციაში მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ხელმოწერის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ქართულ-იაპონური ურთიერთობების გაზაფხული სახეზეა. „ჩვენ მომსწრე ვართ ქართულ-იაპონური ურთიერთობების გაზაფხულის, მათ შორის აქ, გაზაფხულის ქუჩაზე და გლობალურ მასშტაბშიც – ქართველები მიდიან იაპონიაში და ხდებიან ოძეკები და საქართველოში ჩამოდიან მაგალითად ქართული ანბანით აღფრთოვანებული იაპონელი ახალგაზრდები, რომლებიც ამდიდრებენ ჩვენს გამოცდილებას. ჩვენ მომსწრე ვართ ქართულ-იაპონური კავშირების და თანამშრომლობის გაძლიერების ქართული საექსპორტო პროდუქტის, მდგრადი განვითარების პოლიტიკის, ეკოლოგიის, მწვანე ეკონომიკის და სხვა ბევრ საკითხში და მიმართულებაში და ამაში განსაკუთრებული როლი რა თქმა…

მეტი...

თბილისის მეტროს ახალი მოძრავი შემადგენლობები დაემატა და მოცდის დრო შემცირდება

თბილისის მეტროპოლიტენის კიდევ ორი ახალი, ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატა. ახალი შემადგენლობების დამატებით, მოცდის პერიოდი 2.5 წუთამდე შემცირდება. როგორც თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეტროს მგზავრთა რაოდენობა 25%-ით გაიზარდა. თუ პიკის საათებში მოცდის დრო 4 წუთი იყო, დღეისთვის ის 3-წუთამდე შემცირდა. ამ მაჩვენებლის 2.5 წუთამდე დაყვანა იგეგმება. “მეტროს ორი ახალი, ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატება, თუმცა, ასევე პირობა გვქონდა მოცემული, რომ 12 შემადგენლობა იქნებოდა რეაბილიტებული და განახლებული. ამაზე უახლოეს მომავალში ვიწყებთ მუშაობას და წლის ბოლოსთვის, კიდევ რამდენიმე ახალი შემადგენლობა დაემატება, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, მოცდის დრო შევამციროთ, განსაკუთრებით, პიკის საათებში. ჩვენი…

მეტი...

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლას მერია დააფინანსებს

თბილისის მერია, თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი, წარმატებული სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 ან ნაკლებია და სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, სწავლის დაფინანსებისთვის განაცხადების მიღებას იწყებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ფარგლებში, რაც წლიურად 2250 ლარია, ხოლო სემესტრული – 1125 ლარი. მისი ოდენობა დამოკიდებული იქნება აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელზე და ქულების მიხედვით სტუდენტი მიიღებს 50, 70 ან 100 პროცენტიან დაფინანსებას. “იმ შემთხვევაში, თუ წინა სემესტრში მიღებული აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელი იქნება 51 – 70 ქულა, სტუდენტი…

მეტი...

“ქვეყნის ეკონომიკაში რევოლუციური ცვლილებებია საჭირო, ამისთვის ცალკე უნდა ვიყოთ” – გია ჟორჟოლიანი

ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებისთვის საჭიროა რევოლუციური ცვლილებები, რისთვისაც ქვეყნის მთავრობა მზად არ არის. ამიტომ მიაჩნია, რომ უკეთესი იქნება, მისმა მისმა პოლიტიკურმა გუნდმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება მმართველი უმრავლესობისგან დამოუკიდებლად უნდა დაიწყოს. ​როგორც გია ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  საზოგადოების სერიოზული მხარდაჭერის იმედი აქვთ, მას შემდეგ, რაც ხალხს მკაფიოდ დაანახებენ, თუ რაში მდგომარეობს განცხადება “ქართულ ოცნებასა” და “სოციალ-დემოკრატებს” შორის. “ამისთვის საჭიროა, ჩვენ ვიყოთ ცალკე და არა მხოლოდ ხანდახან ვილაპარაკოთ ამაზე”, – აცხადებს ჟორჟოლიანი.  მისივე ინფორმაციით, პარლამენტში მათი ფრაქციის…

მეტი...

პირველი მარტიდან, „ტაქსისტები“ ავტომანქანის გადაღებვისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერებს მიიღებენ

თბილისის მერის – კახა კალაძის განცხადებით, რესგისტრირებული ტაქსის მფლობელები ავტომანქანის თეთრად გადაღებვისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერებს ხვალიდან მიიღებენ. ვაუჩერები შეეხებათ 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული ტაქსების მფლობელებს. “პირველი მარტიდან მოხდება ორი სახის ვაუჩერის გაცემა, რაზეც აქამდე არაერთხელ გვისაუბრია. ერთია – მანქანის გადაღებვის ვაუჩერი, რათა ავტომანქანა გარეგან სტანდარტთან შესაბამისობაში მოვიდეს და მეორე – ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერი. ამდენად, 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული მარცხენასაჭიანი, ხუთკარიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ტექნიკური ინსპექტირება, პროცედურის გავლიდან ორი კვირის ვადაში მიმართავენ მითითებულ მისამართებს და მიიღებენ ამ დასახელებულ ვაუჩერებს“,- განაცხადა კახა კალაძემ. მერის…

მეტი...

„სტატიის ავტორს ფოკუსი აერია, ეს დარტყმას მიაყენებს საქართველოს მოქალაქეებს“ – სოფო ქაცარავა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა „Politico“-სში 20 თებერვლს გამოქვეყენებულ დე ვაალის სტატიასა ეხმიანება და აცხადებს, რომ სტატიის ავტორს ფოკუსი აერია და მისი შემოქმედება დარტყმას მიაყენებს საქართველოს მოქალაქეებს. სტატიის ავტორმა სტატია შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: „რუსეთი არ არის აღმოსავლეთ ევროპის პრობლემა“ „მისი შეფასება, რომ რუსეთი არის უფრო ნაკლები საფრთხე, ვიდრე „ცუდი მმართველობა და არაფორმალური ძალის ბოროტად გამოყენება“, არის ერთმნიშვნელოვნად მცდარი. ეს სამწუხარო არგუმენტი იმდენად სასიამოვნო იქნება მოსკოვისთვის, რამდენადაც დამაზიანებელი ევროპისთვის. ეს არგუმენტი იმედს გაუცრუებს დევნილებს და ლტოლვილებს, რომლებიც იძულებით იქნენ განდევნილნი საკუთარი სახლებიდან რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიების…

მეტი...

„ვამაყობთ, რომ „პარაგრაფ შეკვეთილი“ Autograph Collection-ის ბრენდის ნაწილია” -„მარიოტის“ ვიცე პრეზიდენტი

სასტუმრო „პარაგრაფს“, Autograph Collection-ის ბრენდის სასტუმროებს შორის, ევროპაში პირველ ადგილს „მარიოტის“ ვიცე პრეზიდენტი ჯონ ლაისენსი ულოცავს. „ვამაყობთ, რომ „პარაგრაფ შეკვეთილი“ Autograph Collection-ის ბრენდის ნაწილია. გახსნის დღიდან, 1 წლის თავზე, ამ სასტუმრომ დაუჯერებელ წარმატებას მიაღწია, რაც ადასტურებს იმას, რომ სასტუმრო არა მხოლოდ აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნებს, არამედ ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს” – აცხადებს ჯონ ლაისენსი. მისი თქმით, მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსი სასტუმროს წარმატების მთავარი მაჩვენებელია. „პარაგრაფი“ შესანიშნავი დასასვენებელი კომპლექსია, რომელიც სტუმრებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც „მარიოტის“ ქსელისათვის დამახასიათებელი მომსახურების სერვისისა და ქართული სტუმარ- მასპინძლობის დამსახურებაა“ – განაცხადა ჯონ ლაისენსმა.

მეტი...

Marriott International-მა, შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“, Autograph Collection-ის ბრენდის სასტუმროებს შორის, ევროპაში პირველ ადგილზე დაასახელა

Marriott International-მა, 2018 წლის ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა და შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“, Autograph Collection-ის ბრენდის სასტუმროებს შორის, ევროპაში პირველ ადგილზე დაასახელა. აღნიშნული სტატუსი მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსით განისაზღვრა, რის ფარგლებშიც შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ მოწინავე ადგილს საკმაოდ დიდი ნიშნულით ინარჩუნებს და უსწრებს მილანში, კოპენჰაგენში, ვარშავაში, ბარსელონაში, დუბროვნიკში და სხვა ევროპულ ქალაქებში არსებულ სასტუმროებს. აღნიშნულ წარმატებას, სასტუმრო „პარაგრაფმა“ სულ რაღაც ერთ წელში მიაღწია, რაც მიუთითებს დამსვენებელთა კმაყოფილებაზე, მომსახურების მაღალ ხარისხზე, სერვისების მრავალფეროვნებაზე და ა.შ. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სასტუმროში ამჟამად 450 ადამიანია დასაქმებული, საიდანაც 95% ადგილობრივი მკვიდრია. Marriott International-ის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, თანამშრომლებს…

მეტი...

უმრავლესობაში ჩვენი ყოფნის რესურსი ამოიწურა, დარჩენილია ტექნიკური გაყრა – გია ჟორჟოლიანი

ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ მათი უმრავლესობაში ყოფნის რესურსი პრაქტიკულად ამოწურულია, დარჩენილია გუნდის დატოვების ტექნიკური საკითხები.   როგორც გია ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, მათი გადაწყვეტილება, რომ დამოუკიდებლად განაგრძონ პოლიტიკური საქმიანობა ახალი არ არის და უკავშირდება სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში, მმართველ პარტიასთან შეუთანხმებლობას.  დეპუტატის აზრით, “ქართული ოცნების” ეკონომიკური პოლიტიკა ძალიან ინერციულია და წინა ხელისუფლების დროინდელი მიდგომები მხოლოდ ნაწილობრივ, ეპიზოდურად შეიცვალა.  მისივე თქმით, არავინ უარყოფს, რომ 2012 წელს, საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა, შეიცვალა “ნაციონალური მოძრაობის” ავტორიტარული რეჟიმი, მაგრამ ახლა, ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაში რადიკალური ცვლილებებია საჭირო. ამის გარეშე ქვეყნის განვითარება იქნება ერთ…

მეტი...

აბაშიძე – კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა – “ფორმატში პროგრესი არ აღინიშნება”

ქართულ -რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, 27 თებერვალს, პრაღაში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტატს-მდივანს, მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ზურაბ აბაშიძის მხრიდან გამოითქვა წუხილი, რომ აღნიშნულ ფორმატში პროგრესი არ აღინიშნება. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ პრაღის ფორმატი არ ითვალისწინებს უსაფრთხოებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხების განხილვას, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე. მან მოიყვანა საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევის,…

მეტი...

თბილისში, მიწისქვეშ აგურის კიდევ ერთი ნაგებობა აღმოაჩინეს – გუბაზ შენგელაიას ფოტოკოლაჟი

თბილისში, გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გ. აბესაძის ქუჩის მხრიდან, ძველი სარდაფები, აგურის კიბე და ერთი ამოშენებული თაღი გამოჩნდა.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილის პატივსაცემად ილჰამ ალიევმა “გიანჯლიკში”, ოფიციალური ვახშამი გამართა

​საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პატივსაცემად, რომელიც ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია, ბაქოში, პრეზიდენტის რეზიდენცია “გიანჯლიკში” ვახშამი გაიმართა.  სახელმწიფოს ლიდერებმა ოფიციალური სადღეგრძელოები წარმოთქვეს და ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ სამაგალითო მეგობრობაზე გაამახვილეს. “თქვენი ასეთი დახვედრა არის დასტური იმისა, რომ მასპინძლობა ჩვენი ერების ერთ-ერთი საერთო მახასიათებელია; ეს არის კავკასიური კულტურის ძირძველი ნიშანი, უცვლელი ტრადიცია. დღევანდელი ვიზიტი კიდევ ერთხელ მოწმობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობას. მინდა გავიხსენო დიდი აზერბაიჯანელი, ისტორიული ფიგურა, ალი ბეი ჰუსეინზადე, რომელსაც ეკუთვნის აზერბაიჯანის აღორძინების პროგრამა – „თურქიზაცია, ისლამიზაცია, ევროპიზაცია“. ჩვენთვის – ქართველებისთვის ასეთი გმირი ილია ჭავჭავაძე იყო. მან ჩვენს…

მეტი...

,თანამედროვე დეკორატიული ხელოვნება’’ პირველ მარტს გაიხსნება

მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან 3 მარტამდე, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ ,,მუზა’’-ში, ქეთი შარაბიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. როგორც ავტორმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება აკრილი, ტილო, პოპ-არტი, თექა და მინის მხატვრული დამუშავება -,,დეკუპაჟი“. გამოფენის სახელწოდება: ,,თანამედროვე დეკორატიული ხელოვნება’’. ნამუშევრების ავტორი დამთვალიერებლებს საინტერესო დღეებს ჰპირდება.

მეტი...

ეკა ბესელია: ჩვენი მიზანია, ის პროექტი წარვუდგინოთ პარლამენტს, რომელსაც ყველა მხარს დაუჭერს, მათ შორის, საზოგადოებაც

საქართველოს პარლამენტის წევრები ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული გაერთიანებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმის პროექტთან დაკავშირებით შეხვდნენ. ეკა ბესელიამ შეხვედრის მონაწილეებს კანონპროექტის შემუშავების მიზეზები, მიზნები და კანონპროექტის ძირითადი არსი გააცნო. მან დეტალურად ისაუბრა პროექტით შემოთავაზებულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ნომინირების წესზე და პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვის წესზე. კანონპროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ პარლამენტის წევრები: ბექა ნაცვლიშვილი, ლევან კობერიძე და რევაზ არველაძე. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის…

მეტი...

ზვიად კვაჭანტირაძე: არ ვთვლი აუცილებლად ბაქოდან მეტი კომენტარის გაკეთებას, უმრავლესობიდან წასვლის შესახებ

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე, მის მიერ ცოტა ხნის წინ, ბაქოში გაკეთებული განცხადების შესახებ, სოციალური ქსელით განმარტებებს აკეთებს და აცხადებს რომ ვიდრე ბაქოშია, არ თვლის აუცილებლად მმართველი გუნდიდან წასვლის თემაზე მეტი კომენტარის გაკეთებას: “მეგობრებო, საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციაში ვარ ვიზიტით აზერბაიჯანში, ამიტომ არ ვთვლი აუცილებლად დღეს და ხვალ ბაქოდან კიდევ უფრო მეტად ჩემი უმრავლესობიდან და ქართული ოცნებიდან წასვლის თემაზე კომენტარების გაკეთებას. რაც შეეხება ვიზიტს, რამდენჯერმე ვყოფილვარ საქართველოს პრეზიდენტებთან ერთად ვიზიტით საზღვარგარეთ. ქალბატონ სალომესთან ერთად კი, – პირველად. დღევანდელი შეხვედრები პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, პრემიერ-მინისტრთან და მეჯლისის თავმჯდომარესთან იყო უბრწყინვალესად წარმართული ჩვენი პრეზიდენტის…

მეტი...

ზვიად კვაჭანტირაძე ჯერჯერობით კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარეა – არჩილ თალაკვაძე

“ბატონი ზვიად კვაჭანტირაძე ამჟამად ბაქოში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით, ის დელეგაციაშია უმრავლესობის სახელით და ჯერჯერობით კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარეა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, კვაჭანტირაძე მეტ განმარტებებს გააკეთებს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. “ბატონი ზვიად კვაჭანტირაძე ამჟამად ბაქოში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით, ის დელეგაციაშია უმრავლესობის სახელით და ჯერჯერობით კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარეა. ალბათ ამ დროს მისი მხრიდან განცხადების დაწერაზე, ის მეტ განმარტებებს გააკეთებს და უმრავლესობასთან ექნება საუბარი თავის გადაწყვეტილებაზე”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ, შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ ბაქოში, ქართველ ჟურნალისტებს…

მეტი...

არჩილ თალაკვაძე: ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტზე დისკუსიაც კი, არასწორად მიმაჩნია

„არანაირი იმპიჩმენტი არ არის ინიცირებული. ირაკლი კობახიძე, როგორც განათლებული, შრომისმოყვარე და გამოცდილი პოლიტიკოსი, სამართლიანად იკავებს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას”, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, დეპუტატ გედევან ფოფხაძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს. როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, ირაკლი კობახიძე ამჟამად საერთაშორისო მივლინებაშია, რის გამოც ამ საკითხზე დისკუსიაც არასწორად მიაჩნია. „არანაირი იმპიჩმენტი არ არის ინიცირებული. ირაკლი კობახიძე, როგორც განათლებული, შრომისმოყვარე და გამოცდილი პოლიტიკოსი, სამართლიანად იკავებს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას და იმპიჩმენტის მხარდაჭერას არ ვაპირებთ. ის ახლა საერთაშორისო მივლინებაშია და ამ საკითხზე დისკუსიაც კი…

მეტი...

მმართველ გუნდს ზვიად კვაჭანტირეძეც ტოვებს

დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ მმართველი გუნდი დატოვა. ამის შესახებ მან ბაქოში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც დეპუტატმა განმარტა, სასამართლოს თემა გახდა “ერთ-ერთი დიდი წითელი ხაზი” , რამაც ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. “არ მინდა ძალიან ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, თუმცა გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, არის გარკვეულწილად იმის პროტესტი, დღეს ჩვენ პარლამენტში რა სიტუაციაშიც ვართ. ეს ჩემთვის არის ძალიან მტკვნეული თემა. გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული მაქვს, სრულიად არ მგვრის სიამოვნებას, მაგრამ მე ვფიქრობ, არჩევანი მქონდა. ჩემი გადაწყვეტილება წასვლის თაობაზე იქნება სწორი და ეს იქნება სწორი ასევე, ჩემი თანამებრძოლების, მეგობრების წინაშე, იმ ხალხის წინაშე, რომელთან ერთადაც 2012 წლის 1-ელი…

მეტი...

გამოძიებით დადგინდა, რომ 4 წლის გოგონა დედის მიერ მიყენებული ტრავმით გარდაიცვალა

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედას, ლელა ქსოვრელს ბრალი დაუმძიმდა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, დედამ გოგონას თავის არეში, ბლაგვი საგნით, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, რამაც მცირეწლოვანის ტვინის შეშუპება და სისხლჩაქცევები გამოიწვია. შედეგად, ბავშვი გარდაიცვალა. „2019 წლის 25 თებერვალს ლ.ქ.-ს წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველოს სსკ-ის 111.117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. ასევე, 111.126-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატურ ცემასა და ძალადობას გულისხმობს, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ…

მეტი...

მდგარხართ ჰეროინის ზედმეტი დოზის გამო, აპარატზე მიერთებული ნარკომანის საწოლთან? – ქართველი ემიგრანტის ემოციური გზავნილი

ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ინტერნეტსახელით Annushka kol სოციალურ ქსელში კანაფის ლეგალიზაციის თემას ეხმიანება და იმ ადამიანებს მიმართავს, ვისაც ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი ახლობელი არ უნახავს და ეს პრობლემა საკუთარ თავზე არ გამოუცდია.   „არ ვიცი რა ხდება საქართველოში… ვერ გავიგე ზუსტად, მაგრამ ვხვდები, ვხვდები, რომ ზოგი ნარკოტიკების ლეგალიზაციის მომხრეა, ზოგიც არა… ორივე მხარესთან მაქვს კითხვები: თქვენ ნარკომანი მშობელი გყოლიათ?შვილი? ძმა? დედა? და? მეუღლე? .თქვენ ნარკომანთან შეხება გქონიათ? .თქვენ გამოგიცდიათ ის კანკალი, როდესაც ნარკომანი ტელეფონს არ პასუხობს? წარმოგიდგენიათ აზრებში, რომ ის შეიძლება სადმე ახლა სარდაფში ეგდოს, ზედმეტი დოზისგან კომაში? მდგარხართ ამ…

მეტი...

“ოპოზიციის ისტერიამ სხდომა არია” – არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არაჩილ თალაკვაძე, არალოგიკურს უწოდებს ოპოზიციის ბრალდებას, თითქოს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომის ჩატარება ბიძინა ივანიშვილს არ სურდა და უმრავლესობას დავალებული ჰქონდა სხდომა არ ჩატარებულიყო. ​​მისი თქმით, კომიტეტის უმრავლესობა არის „ქართული ოცნება“, თავმჯდომარე „ქართული ოცნების წარმომადგენელია და კომიტეტის სხდომაზე ამ ადამიანების მოწვევა პროცედულად „ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყო. „ბიძინა ივანიშვილს ასეთი დავალება თუ ჰქონდა გაცემული, რაც ოპოზიციის სრულიად უსაფუძვლო ვარაუდია, როგორ მოხდა ის, რომ სხდომაზე გამოცხადდა სამი ბანკირი – ეროვნული ბანკის თავმჯდომარე, პრეზიდენტი და „თი-ბი-სი ბანკის” ყოფილი წარმომადგენელები და ახლანდელი აქციონერები. განხილვა თუ არ უნდა შემდგარიყო, თუ კომიტეტზე ეროვნული ბანკი არ უნდა…

მეტი...

ზუგდიდის რკინიგზის სადგურის ძველი შენობა განახლდება

ზუგდიდში, რკინიგზის სადგურის რეაბილიტაცია იგეგმება. ზუგდიდის ვიცე მერის გიორგი შენგელიას განცხადებით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სადგურის ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე „უსახური“ შენობის დემონტაჟი და საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობა. სამუშაოებს საქართველოს რკინიგზა 750 ათასი ლარით დააფინანსებს. „რეაბილიტირდება თვითონ სადგურის ადმინისტრაციის შენობა და ბაქანი. ასევე, მოეწყობა საზოგადოებრივი საპირფარეშო, რათა ჩამოსული სტუმრებისთვის და ადგილობრივებისთვის ნორმალური პირობები იყოს,”- განაცხადა გიორგი შენგელიამ. მისი თქმით, კონკრეტული ვადები, თუ როდის დაიწყება სამუშაოები, უახლეს მომავალში გახდება ცნობილი. 

მეტი...

„მოვიდნენ ჩემთან სკანდალური ტონით, გავიგეთ, უმრავლესობას ჩათი აქვსო” – არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის ბრალდებას, რომ უმრავლესობას საერთო ჩათი აქვს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამაში სკანდალური არაფერია და ინტერნეტქსელის მსგავსი სერვისით დღეს, ყველა სარგებლობს. მისი თქმით, ოპოზიციაში სრული ეპიდემიაა. „მოვიდნენ ჩემთან სკანდალური ტონით და დაზუთხული შეკითხვით, როგორც გავიგეთ უმრავლესობას ჩათი აქვსო და ამაზე რა კომენტარს გააკეთებთო. მეგობრებო, სკოლაშიც, მგონი უკვე ბაღშიც კი, ყველას აქვს ჩათი და სარგებლობს მესინჯერებით, კომპანიაში,საჯარო უწყებაში თუ სამეგობროში ეს ჩათი არსებობს. თუ,„ნაციონალურ მოძრაობას“ ან „ევროპულ საქართველოს“ ესეთი ჩათი არ აქვს, ან რუსთავი ორს არ აქვს ჩათი, რა ვქნათ ახლა? ეტყობა ისინი ჩამორჩებიან განვითარების ტემპებს.…

მეტი...

ავლაბრის არალეგალურ სტამბას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

​თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ ნაწილში, ავლაბარში, კასპის ქუჩაზე არსებულ არალეგალურ სტამბას, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის მფლობელობაშია, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ის კავკასიის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ძველი სტამბაა, რომელიც 1903 წელს,  სოციალ-დემოკრატმა, ცარიზმის რუსეთის წინააღმდეგ რევოლუციური მოძრაობის წევრმა, ლადო კეცხოველმა დააარსა. სტამბაც და 15 მეტრის სიღრმეში გაყვანილი გვირაბებიც დღეს, მძიმე მდგომარეობაშია.  როგორც პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი აცხადებს, სტამბას, ზოგი ბოლშევიკური ორგანიზაციის ისტორიის ნაწილად მიიჩნევს, მაგრამ სინამდვილეში ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის გზის მნიშვნელოვან ძეგლად გვევლინება. “ის დაარსებულია ცნობილი რევოლუციონერის, ეროვნულ -განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი გმირის, ლადო კეცხოველის მიერ 1903…

მეტი...

საათობრივი პარკირების ამოქმედებას თბილისში დასაქმებულები აპროტესტებენ

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება. აღნიშნული წესის შემოღებამ დედაქალაქში მცხოვრები მძღოლები გააღიზიანა. როგორც ისინი “მედიაცენტრ მთავართან” ჰყვებიან, ამ კანონის ამოქმედებამდე მერიამ საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოაწესრიგოს. მათი თქმით, დედაქალაქში არის ადგილები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მიდის, ან გარკვეული საათების შემდეგ აღარ მუშაობს. საათობრივი პარკირების ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეებს მოუწევთ ტაქსით იმგზავრონ, რაც დამატებით ხარჯს გულისხმობს. “თბილისის მერიამ საათობრივი პარკინგი თუ შემოიღო, გამოდის, ტაქსით უნდა ვიარო, რადგან თბილისის ბევრ ადგილას ტრანსპორტი არ მიდის, ან გარკვეული დროის მერე აღარ მუშაობს. უკეთესი იქნებოდა, თბილისის მერიას ჯერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მოეგვარებინა და შემდეგ შემოეღო ეს წესი”,…

მეტი...