​”ირაკლი კობახიძეს კატეგორიულად ვემიჯნები და არ ვეთანხმები” – მირიან წიკლაური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მირიან წიკლაური, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს გარკვეული განცხადებების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის შეცდომას უშვებს, როცა ზოგიერთ თანაგუნდელს ნაციონალებთან აიგივებს.  “​ირაკლი კობახიძეს გარკვეული შეცდომები აქვს, რაც მე არ მომწონს ხშირ შემთხვევაში. კატეგორიულად ვემიჯნები და არ ვეთანხმები მაგალითად, მისი მხრიდან ლევან გოგიჩაიშვილის მიმართ გამოთქმულ შეფასებებს, თითქოს გოგიჩაიშვილი ნაციონალებთან უნისონში არის. ლევან გოგიჩაიშვილისთვის იმის დაბრალება, რომ ნაციონალებთან უნისონშია, მგონი, ცოტა უხერხულია. მე რაც მახსოვს, ჯერ კიდევ 2011-12 წლამდე, გოგიჩაიშვილი ნაციონალებთან წინააღმდეგობის გამო ხშირად მინახავს ტელევიზიით თავგატეხილი და ტრავმირებული. ლევანი იგივე ბრძოლას დღემდე განაგრძობს და არ მგონია მისი მისამართით…

მეტი...

“ირაკლი კობახიძე ჩემთვის უკვე გადაყენებულია” – გედევან ფოფხაძე

დამოუკიდებელი დეპუტატის, უმრავლესობის ყოფილი წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა, აქტუალური არ არის, თუმცა შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს. დეპუტატის თქმით, ირაკლი კობახიძე ყველაფერს აკეთებდა, რომ იმ ადამიანების პოზიცია გაეძლიერებინა, რომლებიც მოსამართლეთა სიას ლობირებდნენ. „ბოლო პერიოდში კობახიძე მიზანმიმართულად ცდილობდა, რომ მოსამართლეთა სია გასულიყო. არ მგონია, მისი თანამდებობიდან გადაყენება აქტუალური იყოს, მაგრამ შეიძლება, დროთა განმავლობაში დღის წესრიგში დადგეს. ჩემთვის უკვე გადაყენებულია, მას თავმჯდომარედ არ ვთვლი. ჩემთვის მიუღებელია მისი პოლიტიკური, მორალური, ადამიანური ქცევა და დამოკიდებულება პარლამენტისა და კოლეგებისადმი. ამ ადამიანმა თავი ისე წარმოაჩინა, რომ კითხვებიც აღარ მაქვს”, –…

მეტი...

“ჯერჯერობით უმრავლესობის რიგებში ვრჩები” – მირიან წიკლაური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი მირიან წიკლაური მმართველი გუნდის დატოვებას, ამ ეტაპზე არ გეგმავს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ასეთი მომენტი დადგეს.  როგორც მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი მმართველ გუნდში დარჩენის რესურს ჯერჯერობით ხედავს, მაგრამ არსებობს წინააღმდეგობრივი საკითხები, რომლებზეც უმრავლესობისგან პრინციპულად განსხვავებული პოზიცია აქვს და შეთანხმება ვერ ხერხდება.  “გუნდში, სადაც შენს აზრს არ ითვალისწინებენ ისეთ გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის ეკონომიკა, სამართალი… დაველოდები, მოსამართლეების როგორ სიას შემოიტანენ, შესაძლოა იმ სიაში ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი ადამიანები იყვნენ და მაინც მომიწიოს ბარიერის გადალახვა, რასაც გუნდის დატოვება ჰქვია. ესენი ჩემი თანამებრძოლები არიან, ჩემთან…

მეტი...

ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას არ გამორიცხავს

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, შექმნილ ვითარებაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს აკისრებს. მისი განცხადებით, გამორიცხული არ არის, ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურები დაიწყოს. „მისი ავტორიტეტი და სანდოობა მაღალი არ არის. მკაცრი და სუბიექტური მიდგომები მხოლოდ ჩვენთან მიმართებაში კი არ უნდა გამოიჩინოს, პრინციპულ საკითხებზე უარის თქმა უნდა იცოდეს. როცა საქმე პარლამენტს, სასამართლოს, მოსამართლეთა სიას, კონსტიტუციასა და მოსამართლეთა ჯგუფის კაპრიზების დაკმაყოფილებას ეხება, პრინციპულობა აქაც საჭიროა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ. დააყენებს თუ არა ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს, ეკა ბესელია პასუხობს, რომ ეს დამოკიდებულია მიმდინარე პროცესებზე: „ვნახოთ, დაველოდოთ. ეს მიმდინარე მოვლენებზე იქნება…

მეტი...

დასაქმებულები, საკუთარი ავტომობილის სამსახურთან გაჩერებისთვის პარკირების საფასურს გადაიხდიან

თბილისის მერიის ინიციატივით, ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი ოფისების წინ მანქანას „დააპარკირგებენ“ გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ. საათობრივი პარკირება მათაც შეეხებათ. თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით მანქანის პარკირების საფასურის საათობრივად გადახდა დედაქალაქში დასაქმებულებსაც მოუწევთ და სამუშაო ოფისებთან ავტომანქანის გაჩერებაზე მათთვის შეღავათები არ დაწესდება. შეგახსენებთ, რომ თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი ამოქმედდება. ახალი წესების თანახმად, პარკირების საფასური საათობრივად განისაზღვრება და ზონების მიხედვით განსხვავებული იქნება. ამასთანავე, ყველა ავტომობილი უზრუნველყოფილი იქნება დღეში ოთხი უფასო 15-წუთიანი პარკირებით. საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი პირველად კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩაზე, პირველი ივლისიდან ამოქმედდება.

მეტი...

არც გედის, არც ნუკრის და არც ეკას მედიის ყურადღების ცენტრში ყოფნა არ აკლიათ – მირიან წიკლაური

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი მირიან წიკლაური აცხადებს, რომ ისინი ვინც, მმართველი გუნდიდან გასვლის შესახებ განცხადებებს ხშირად აკეთებენ და საკუთარ განსხვავებულ მოსაზრებებს ღიად გამოხატავენ, ამას მედიის ყურადღების მისაპყრობად არ აკეთებენ. ერთ მათგანი ჩრდილში არ იმყოფება, ისინი საკმაოდ პოპულარული ადამიანები არიან, არც მედიის ყურადღება აკლიათ და ხელოვნური თემების გამოგონება არ სჭირდებათ, იმისთვის, რომ მედიის ყურადღების ცენტრში იყვნენ. “არც გედევან ფოფხაძეს, ლევან გოგიჩაიშვილს, ეკა ბესელიას და არც ნუკრი ქანთარიას მედიის ყურადღების ცენტრში ყოფნა არ აკლიათ. ვერ დავეთანხმები ამ აზრის ავტორს”, – განაცხადა მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.   მისივე თქმით, საზოგადოებისთვის დაფარული არ…

მეტი...

თბილისში საათობრივი პარკირება 50 თეთრი ეღირება

პარკირების საათობრივი საფასური, სავარაუდოდ, მინიმუმ 50 თეთრით განისაზღვრება. როგორც თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, პარკირებაზე გადახდის საათობრივი სისტემის შემოღების მიზანია ადამიანებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ. ვიცე-მერის განცხადებით, თუ მინიმალური ტარიფი შედეგს არ გამოიღებს საფასური კიდევ გაიზრდება. “იდეაა, რომ მინიმალური საფასური დავიწყოთ 50 თეთრიდან, მაგრამ არ არსებობს უნიკალური ტარიფი, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში მუშაობს. ერთი ტარიფი მთელ თბილისშიც ვერ იმუშავებს, ყველა ქუჩას თავისი სპეციფიკა აქვს, ყველგან სხვადასხვა მოთხოვნაა, ამიტომ უნდა დავადგინოთ მინიმალური ტარიფი. თუ ამან შედეგი არ მოგვცა, საფასური უნდა გავზარდოთ. აღებული გვაქვს ერთი არეალი – ლესელიძე, თავისი მიმდებარე ქუჩებით. თუ 50-მა თეთრმა…

მეტი...

საქართველოში შიდსის ცენტრი აშენდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განაცხადებით, ორ წელიწადში, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების შიდსის ცენტრი აშენდება. დავით სერგეენკოს განცხადებით, სავარაუდოდ შიდსის ცენტრი, რომლის აშენება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, დიღომში განთავსდება. „ძალიან სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, ვერ მოხერხდა ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურის მოწყობა. საბოლოოდ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტერიტორია შერჩეულია დიღმის კლინიკების კლასტერში. დასრულებულია ინტერესთა გამოკითხვა პროექტირებაზე. უშუალოდ ჩართული ვარ პროექტის მენეჯმენტში და დიდი იმედი მაქვს, დღეიდან ორ წელიწადში ახალი, თანამედროვე სტანდარტებით გამართული შენობა გვექნება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მეტი...

საზღვაო ექსპედიციისას ზვიგენის მსხვილი ეგზემპლარი აღმოაჩინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა 2019 წლის პირველი საზღვაო ექსპედიცია დაასრულეს. საზღვაო ექსპედიციისას მოპოვებულია შავი ზღვის ზვიგენის მსხვილი ეგზემპლარი, რომელიც იშვიათი სახეობაა, ამოღებული ზვიგენის ეგზემპლარი სპეციალისტებმა გარემოში დაბრუნეს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, თევზჭერა განხორციელდა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სხვადასხვა უბანზე, ყველა აქტიურ სიღრმით იარუსზე – თევზსაჭერი ტრალის გამოყენებით. ასევე, განხორციელდა რესურსების ექოსაუნდერით სკანირება. შეგროვდა მასალა და ინფორმაცია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს მიმდინარე პერიოდის თევზების ბიომრავალფეროვნების და მარაგების შესახებ. ასევე წარმოებდა…

მეტი...

„გავაუმჯობესეთ მმართველობა, აღმოვფხვერით კორუფცია, ვებრძვით კრიმინალს“ – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველომ ისეთი ხარისხის შიდა სტაბილურობას მიაღწია, როგორიც უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში არ ჰქონია. საქართველოს კანონის უზენაესობა კი ყოველწლიურად უფრო და უფრო ძლიერდება. „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველომ პარტნიორებსა და მტრებსაც თვალნათლად დაანახა, რომ ქართველ ხალხს შეუძლია წარმატებით განახორციელოს სახელმწიფოს მშენებლობა… გავაუმჯობესეთ ჩვენი მმართველობა, აღმოვფხვერით კორუფცია, ვებრძვით კრიმინალს და ეს ნაბიჯები არ გადადგმულა ადამიანის უფლებებისა თუ პოლიტიკური თავისუფლების ფუნდამენტური პატივისცემის დათმობის ხარჯზე. ინსტიტუტების გაძლიერებით, საქართველომ მიაღწია ისეთი ხარისხის შიდა სტაბილურობას, რომელიც ქვეყანას არ მიუღწევია ბოლო 25 წლის მანძილზე. დიახ, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური უთანხმოებები, რომლებიც ზოგჯერ საკმაოდ მწვავეა, თუმცა…

მეტი...

მტკიცედ გადავწყვიტეთ, პუტინის რუსეთთან უთანასწორო ბრძოლა გამარჯვებით დავაგვირგვინოთ – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ვენის დიპლომატიურ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის გაძლიერებული მილიტარიზაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უდიდეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებას, არამედ მშვიდობასა და სტაბილურობას მთელ რეგიონში. ირაკლი კობახიძემ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება. ​მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიების დაყოფა, რასაც თან ერთვის რუსეთის არადემოკრატიული მმართველობის დამყარება, საფრთხეს უქმნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების უფლებებს. დღეისთვის საქართველოს, ამ ტერიტორიებიდან 300 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი ჰყავს, რომელთა უფლება, დაბრუნდნენ საკუთარ სახლში, მუდმივად და უხეშად ირღვევა რუსეთის უკანონო ოკუპაციით. ბავშვებს წართმეული აქვთ…

მეტი...

პედოფილები უვადო პატიმრობით დაისჯებიან

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთავრობას წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც პედოფილიაზე სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, არას­რულ­წლოვ­ნებ­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი, კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბით და­ის­ჯე­ბა. “პე­დო­ფი­ლი­ა­ზე კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს ის კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბა­ს წარ­ვუდგინეთ, გან­სა­კუთ­რე­ბით, არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბის მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ჩა­დე­ნის ნა­წილ­ში. გა­ვამ­კაც­რეთ სან­ქცი­ე­ბი და არას­რულ­წლო­ვა­ნის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დანაშაულის ჩამ­დე­ნი პი­რის მი­მართ, უვა­დოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თაც იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ეს ადრე ასე არ იყო, – გა­ნა­ცხა­და მეზვრიშ­ვილ­მა.

მეტი...

მაკრონისგან თავი შორს დაიჭირეთ – ფრანგი „ყვითელჟილეტიანების“ გზავნილი საქართველოს პრეზიდენტს

საწვავის ფასების მატებასთან დაკავშირებით დაწყებული დემონსტრაციები საფრანგეთში, 2018 წლის ნოემბრიდან დღემდე მიმდინარეობს. „ყვითელი ჟილეტების“ სახელით ცნობილ აქტივისტებს ოფიციალური წარმომადგენლებიც ჰყავთ. ინტერნეტ-სივრცეში კი შექმნილია პეტიცია, რომელსაც მილიონზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. მაინც ვინ არიან ყვითელ ჟილეტს ამოფარებული ფრანგები? მართლაც ფასების ზრდითა და ყიდვისუნარიანობის შემცირებით შეწუხებული მშვიდობიანი მოსახლეობა? ქვეყანაში არეულობის შემომტანი ადამიანები, თუ ოპოზიციის მიერ წაქეზებული ხელისუფლების ოპონენტების დიდი არმია, რომლებსაც ემანუელ მაკრონის გადაგდება სურთ? – ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, ემიგრაციაში მცხოვრებმა ქართველმა ჟურნალისტმა დიანა ჭანკოტაძემ გადაწყვიტა, ერთი დღე „ყვითელჟილეტიანებთან“ გაეტარებინა. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს: „2018 წლის 17 ნოემბერს საფრანგეთში საწვავის…

მეტი...

მამუკა ხაზარაძე: ბანკი იძულებით დავტოვეთ, მაგრამ ჩვენს ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ

დღეს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა, სადაც „თიბისი ბანკის“ საქმე უნდა განხილულიყო, მხარეთა შეუთანხმებლობის გამო ჩაიშალა. „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, დღევანდელ მოსმენაზე უნდა გაკეთებულიყო განმარტებები და გარკვეულიყო, თუ რა მოხდა რეალურად. „დღევანდელი მსჯელობა სწორედ იმიტომ იყო მოწვეული, რომ გაგვეკეთებინა განმარტებები და დაწყნარებულიყო ეს სიტუაცია. მედიას, საზოგადოებას და დეპუტატებს უნდა გაერკვიათ, თუ რა მოხდა რეალურად. ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი, იძულებითი ნაბიჯი გადავდგით, რომ დაგვეტოვებინა ბანკი, მაგრამ ჩვენს ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მისივე თქმით, პოლიტიკური აჟიოტაჟისთვის არანაირი…

მეტი...

„ოფიციალური განაცხადი, ახალი ფრაქციის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით, ჯერ არ შემოსულა“ – გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ ფრაქციების დაშლის შემდგომ პროცედურულ საკითხებზე საუბრობს. მისი თქმით, იმისათვის, რომ მინიმალური რაოდენობით შექმნილი ფრაქცია, დეპუტატის წასვლის შემთხვევაში, არ დაიშალოს, საჭიროა, შვიდი დღის განმავლობაში, ის სხვა დეპუტატით შეივსოს. მსგავსი პრობლემის წინაშე ამჯერად, ბექა ნაცვლიშვილის გუნდიდან წასვლის შემდეგ, ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატები“ აღმოჩნდა, იგივე პრობლემა შეექმნება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, თუკი დავით ჭიჭინაძე ფრაქციის დატოვებას გადაწყვეტს. „პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ ფრაქციიდან, რომელიც დეპუტატთა მინიმალური რაოდენობით, ანუ 6 დეპუტატით არის შექმნილი, ერთ-ერთი მაინც დატოვებს მას, აქვთ შვიდდღიანი ვადა, რომ ჩაანაცვლონ ის სხვა დეპუტატით.…

მეტი...

“საპატრიარქო შუამდგომლობას აღძრავს, თუ მსჯავრდებული ითხოვს შენდობას და აღიარებს თავის წილ დანაშაულს” – ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლის, მამა ანდრია ჯაღმაიძეს განცხადებით, საპატრიარქო მამა გიორგი მამალაძის მიმართ შუამდგომლობას აღძრავს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული შენდობას ითხოვს და დანაშაულს აღიარებს. მამა ანდრიას თქმით, მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი და ის ხალხი, რომლებიც მათ უდგანან გვერდით ეკლესიის წინააღმდეგ, დაწყებულ კამპანიას უწყობენ ხელს. “სამწუხაროდ, მამა გიორგი მამალაძეც და მისი ოჯახის წევრებიც, ამ მიუღებელი მეთოდების თანამონაწილენი აღმოჩნდნენ და ეკლესიასთან მიმართებაში არ მოერიდნენ თავდაცვის მექანიზმად შანტაჟის გამოყენებას, რითაც ხელი შეუწყვეს თავისივე თავის საწინააღმდეგო მდგომარეობის შექმნას. რეალურად კი, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს საპატრიარქო შუამდგომლობას აღძრავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს შენდობას…

მეტი...

გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებაში ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

ყოფილი სახელისუფლებო პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტარის ყოფილი წვერის, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებაში ბრალდებულ პირს, საერთაშორისო წითელი ცირკულარით ძებნილ დ.ხ -ს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.   ​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დ.ხ-ს, რომელსაც თარგამაძის მოკვლა ჰქონდა განზრახული, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. მკვლელობა კი თანამზრახველთან ერთად დაგეგმა და ორგანიზება გაუკეთა. ასაფეთქებელი მოწყობილობა გიორგი თარგამაძის „შკოდა ოქტავიას“ მარკის ავტომობილის უკანა ნაწილის ქვედა მხარეს დაამაგრა.   შემთხვევა 2016 წლის 04 ოქტომბერს, დაახლოებით 21 საათზე, თბილისში, სობჩაკის ქუჩაზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მოხდა. “შკოდა…

მეტი...

რომან კაკულია თუ პოლიტიკურ ტყვეობაში იყო, გამოდის, ამაში „ევროპული საქართველოს“ ლიდერები მონაწილეობდნენ

„რომან კაკულია თუ პოლიტიკურ ტყვეობაში იყო, გამოდის, ამაში მონაწილეობას „ევროპული საქართველოს“ ლიდერები დავით ბაქრაძე, სერგი კაპანაძე და გიგა ბოკერია იღებდნენ, რადგან ეს ადამიანები ერთი წამით არ მოგვშორებიან“ – ასე პასუხობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციის განცხადებას იმის თაობაზე, რომ რომან კაკულია „ტყვეობაში“ იყო.   ფრაქციის ლიდერი პოპულისტურს და არალოგიკურს უწოდებს ოპოზიციის განცხადებას, რადგან, მისი თქმით, ოპოზიცია თავად ესწრებოდა ამ შეხვედრას.  „ამას აცხადებენ ჩვენი ოპონენტები, მაშინ როდესაც თავად ესწრებოდნენ საუბარს რომან კაკულიას სამუშაო ოთახში.  იქ იყო კამათი, მსჯელობა ოღონდ ოპოზიციასთან ერთად. იგივე ოპოზიცია გამოდის და ამბობს, რომ კაკულია მითითებებს იღებს.…

მეტი...

რონდელის ფონდში გაიმართულ დისკუსიაში აფხაზეთის ა.რ. ხელისუფლების პირველმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის და საქართველოში უკრაინის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილი დისკუსია – „უკრაინისა და საქართველოს დეოკუპაცია: სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების როლი“. დისკუსიაში მონაწილეობნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემრულებელი ვახტანგ ყოლბაია. დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების და ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებული პოლიტიკური და ჰუმანიტარული ვითარება. ამასთან, იმსჯელეს გაეროს, ეუთოს, ევროსაბჭოს, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის…

მეტი...

ახალი საპენსიო სისტემისთვის ბიუჯეტში, 360 მლნ ლარის დამატებას ვითხოვდი – ბექა ნაცვლიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, მმართველ გუნდთან განხეთქილების საკუთარ მიზეზებზე საუბრობს და განმარტავს, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი 2019 წლის ბიუჯეტს. ​როგორც ბექა ნაცვლიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი ინიციატივა საპენსიო რეფორმას ეხება და საპენსიო ფონდის დაფინანსების 360 მლნ ლარით გაზრდას ითვალისწინებს. დეპუტატის ინფორმაციით, საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან პენსიაზე გაწეული ხარჯები მთლიანი ეროვნული შიდა პროდუქტის მხოლოდ 5 %-მდეა და წლიდან წლამდე მცირდებოდა. მაშინ, როდესაც თითქმის ყველა ქვეყანაში, სადაც საპენსიო ასაკში ადამიანები ღირსეულად და სრულფასოვნად ცხოვრობენ, პენსიაზე გაწეული ხარჯი, მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-ზე ნაკლები არ არის.   “​ამიტომ არ დავუჭირე მხარი…

მეტი...

„ასეთი ფორმატი დამაზიანებელია, უნდა ვიფიქროთ სხვა ფორმატზე“ – მამუკა მდინარაძე

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, “თიბისი ბანკის“ საკითხთან და საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა არ შედგა. კომიტეტი ისე დასრულდა, რომ კობა გვენეტაძისა და დეპუტატების კითხვ-პასუხის ნაწილი ჩაიშალა. კომიტეტის წევრებს არც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის მოუსმენიათ. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძეს მოსმენა მის კომიტეტზეა შესაძლებელი და აღნიშნული შეთავაზება მან უკვე გააკეთა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის შეფასებით, ჯაფარიძესა და ხაზარაძეს განცხადებების გაკეთება თემატური პროფილის კომიტეტზე თავისუფლად შეუძლიათ: „მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ჰქონდათ შეთავაზება ირაკლი კოვზანაძისგან. მათ…

მეტი...

“ქართულმა ოცნებამ” დღემდე ვერ შეძლო “ნაციონალური მოძრაობის” დამარცხება – ბექა ნაცვლიშვილი

 საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” დღემდე ვერ შეძლო “ნაციონალური მოძრაობის” დამარცხება ერთი მარტივი მიზეზის გამო, ებრძვიან ცალკეულ პირებს და არა იდეოლოგიას.    “რატომ ვერ დავამარცხეთ “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც დღემდე არსებობს, როგორც პოლიტიკური ძალა, იმიტომ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” იდეოლოგიას კი არ ვებრძოდით, არამედ  კონკრეტულ პიროვნებებს, ეს იყო ამოსავალი, – ეს დავიჭიროთ, ის დავიჭიროთ. კარგი დავიჭირეთ ერთი, მეორე სადღაც ჩაიმალა, შეიცვალა რამე? იდეოლოგია ვერ დავამარცხეთ, მათი მსოფლმხედველობა. მთავარი რა ყოფილა? მსოფლმხედველობის დამარცხება. თუ გინდა რეალურად რამე შეცვალო, უნდა დაამარცხო მავნე იდეოლოგია, რაც მათ გააჩნდათ.…

მეტი...

“პარტიიდან გასვლის გამო, არავის დაიჭერენ, დახვრეტენ და არც ოჯახებს არ გაუმწარებენ” – ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ალექსანდრე ქანთარია აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებაში” გუნდი შესაცვლელია. როგორც ალექსანდრე ქანთარიამ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, პარტიისთვის მთვარია 2020 წლის არჩევნებამდე მყარად მივიდნენ და საზოგადოებისთვის მიცემული დანაპირები შეასრულონ. “ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ის გარკვეული მონაპოვარი, რომელიც დღეს არსებობს, არ გაგვეფანტოს და 2020 წლამდე შევძლოთ მყარად მისვლა. უმნიშვნელოვანესია იმ დაპირებების ასრულება, რომელსაც საზოგადოებას დავპირდით. ამისათვის საჭიროა, გუნდში მოხდეს გადაწყობა. გუნდი არის გადასაწყობი,” – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ „მედიაცენტრ მთავარში“. მისი თქმით, პარტიიდან გასვლა დემოკრატიული პროცესია და ამის გამო იმ დეპუტატებს, რომლებმა გუნდი დატოვეს არავინ დახვრეტს: “პარტიიდან გასვლა დემოკრატიული პროცესია და გასვლის გამო მათ…

მეტი...

საქართველოში 40 სასწრაფო დახმარების ცენტრი და 100 ამბულატორია აშენდება

ქვეყნის რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ახალი ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობა, ხოლო არსებულის რეაბილიტაცია იგეგმება. პროექტი სახელმწიფო დააფინანსებით განხორციელდება და 20 მლნ ლარი დაიხარჯება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პროგრამისათვის 20 მილიონი ლარია გამოყოფილი ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს. საქართველოს მასშტაბით წელს დაიწყება 300-მდე ამბულატორიის რეაბილიტაცია, 100-ზე მეტი ახალი ამბულატორიისა და 40-მდე სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა. „ჩვენ ვგეგმავთ და ვახორციელებთ სპეციალურ პროგრამებს საქართველოს რეგიონების თანაბარი განვითარებისა და რეგიონებში აუცილებელი სერვისების მიწოდების მიზნით. ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა და მათთვის ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სერვისების მიწოდება ჩვენი სამთავრობო პრიორიტეტია, რომელსაც არასდროს არ გადავუხვევთ“,…

მეტი...

მთავრობა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაფინანსების პროგრამას იწყებს

მთავრობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას იწყებს, რომლის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარია. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ახალი პროგრამა, რომელიც „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში განხორციელდება, ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად. „ჩვენ, სოფლის მეურნეობის სექტორში გვაქვს ძირითადი საშუალებებისა და ტექნიკის მნიშვნელოვანი დეფიციტი. შესაბამისად, შევიმუშავეთ ახალი პროგრამა, რომლის მიზანია, ჩვენმა ფერმერებმა თანადაფინანსების გზით მოახერხონ სოფლის მეურნეობისთვის აუცილებელი ტექნიკის შესყიდვა,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მისი თქმით, 2018 წელს სოფლის მეურნეობის პროდუქტის ექსპორტმა 1 მილიარდი დოლარი შეადგინა. “გასული წელი  გამორჩეული იყო. სოფლის მეურნეობის პროდუქტის ექსპორტმა 1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობაში…

მეტი...

​საზოგადოებრივი წესრიგი უნდა შეიცვალოს, ეგოიზმზე დაფუძნებული პოლიტიკა დასრულდეს – ბექა ნაცვლიშვილი 

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მმართველ გუნდში დაწყებული დაშლის პროცესის მთავარი კატალიზატორი, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხებია, თუმცა თავად მისთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, ყოფილ თანაგუნდელებს მხარი დაეჭირათ იმ რეფორმების პაკეტისთვის, რომელიც მან შესთავაზა უმრავლესობას. საუბარია საპენსიო სისტემას, საბინაო პოლიტიკაზე, მუნიციპალური საავადმყოფოების მშენებლობაზე და ა.შ. “ეს საკითხები უკმაყოფილებისა და გზების გაყოფის მიზეზი თუ არ შეიძლება გამხდარიყო, მაშინ სხვა მიზეზს მე ვერ ვხედავ. ხოლო ვის რა მოტივაცია და ტაქტიკა აქვს და რატომ ტოვებენ მმართველ გუნდს, ამას მე ვერ გეტყვით”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.  როგორც ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, ის ​დამოუკიდებელ საპარლამენტო…

მეტი...

დევნილი ოჯახების მიწის ნაკვეთებზე 240-მდე კერძო სახლი და 8 საბავშვო ბაღი აშენდება

საქართველოს მასშტაბით, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 240-მდე კერძო სახლი და 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკოლამდელი აღზრდის ორ დაწესებულებას. დევნილებისთვის შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გაიცემა თითქმის 250 გრანტი, ასევე დაფინანსდება სხვა სოციალური აქტივობები. „ვფიქრობ, ეს პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი ორიენტირი, რათა მომავალ წლებში, მიღებული გამოცდილებით გავაფართოოთ ჩვენი აქტივობები. დარწმუნებული ვარ, ეს პროგრამა წარმატებით დასრულდება და მიღებული გამოცდილება იქნება საფუძველი, რომ 2020 წლის ბიუჯეტში მსგავსი პროგრამები ერთ-ერთი წამყვანი პრიორიტეტი იყოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 10 მილიონიანი საგრანტო პროგრამა,…

მეტი...

„ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილია“ – ქანთარია, ამ ეტაპზე, გუნდში რჩება

„პარტიიდან გასვლის საკითხი არ დგას და ამის ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილია“. აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ალექსანდრე ქანთარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. დეპუტატის თქმით, იმედის გაცრუების შემთხვევაში, ის სუფთა სინდისით დატოვებს პარტიას. როგორც ალექსანდრე ქანთარიამ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, მისი პარტიიდან არ გასვლის ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილია, რადგან, იმ საქმეს, რასაც პარტიის თავმჯდომარე ემსახურება, თანადგომა ახლა უფრო სჭირდება. “თუ მე ეს რწმენა შემეცვალა, გამიცრუვდა, გამიბათილდა, აზრი თანადგომასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მე სუფთა სინდისით, უკვე ყოველგვარი ქენჯნის გარეშე გარკვეულ გადაწყვეტილებას მივიღებ. მაგრამ, ამ ეტაპისთვის, მგონია, რომ არის საქმეები, რომლებიც, შეიძლება…

მეტი...

პარტიის თავმჯდომარესთან კომუნიკაციის პრობლემა არასდროს გვქონია – გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” წევრებს, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციის პრობლემა არასდროს ჰქონიათ, შეხვედრები ხშირად იმართება, თუმცა ბოლოდროინდელი პროცესების გამო, ამან კიდევ უფრო აქტიური სახე მიიღო.  ​როგორც დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, ამ შეხვედრების მიზანია, საკუთარი მოსაზრებები, პრეტენზიები, მათ შორის სამომავლო გეგმები, პარტიის თავმჯდომარეს და თანამდებობის პირებს გაუზიარონ.   “პარტიის თავმჯდომარესთან და თანამდებობის სხვა პირებთან შეხვედრები პარტიაში, სხვადასხვა ფორმატებში ადრეც იმართებოდა. მათ შორის, ინდივიდუალური შეხვედრები რეგიონულ ჭრილშიც, ფრაქციის ან უმრავლესობის ფორმატში და პარტიის თავმჯდომარესთან. ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილი კიდევ უფრო ინტენსიურად ხვდება დეპუტატებს, მცირე ჯგუფებს.…

მეტი...

სისტემატური წასვლა “ქართული ოცნებიდან” – “პოლიტიკოსი გუნდის წესებს უნდა ემორჩილებოდეს”

მმართველი გუნდიდან ზოგიერთი დეპუტატების წასვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ეხმიანება და აცხადებს, რომ თანაგუნდელების მხრიდან ასეთმა განცხადებებმა სისტემატური ხასიათი მიიღო, რაც მისთვის მიუღებელია. როგორც გურამ მაჭარაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, თავად ის საპარლამენტო უმარვლესობის დატოვებას არ გეგმავს. იმ შემთხვევაში, თუ მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, დიდი ხნით ადრე არ დააანონსებს.  “წასვლას თუ გადავწყვეტ, თვეების განმავლობაში არ დავაანონსებ, რომ მივდივარ”, – აცხადებს დეპუტატი. მაჭარაშვილი კოლეგებს ურჩევს, თამაშის იმ წესებს დაემორჩილონ, რომელიც პარტიაში არსებობს. მისივე თქმით, ბუნებრივია, გამოთქვან განსხვავებული და კრიტიკული მოსაზრებები, თუმცა, გარკვეული შიდა საკითხების საჯარო სივრცეში გამოტანა პარტიის იმიჯს აზიანებს. “მაშინ,…

მეტი...

“ეს არის მცდელობა, რომ ეს ადამიანები მუდმივად მედიის ყურადღების ცენტრში იყვნენ” – გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ​გურამ მაჭარაშვილის აზრით, დეპუტატები, რომლებიც გამუდმებით საუბრობენ უმრავლესობის რიგების დატოვებაზე, მაგრამ ჯერ კიდევ მმართველ გუნდში რჩებიან, მკვეთრი განცხადებებით მედიის ყურადღების ცენტრში ყოფნას ცდილობენ. ​როგორც გურამ მაჭარაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სანამ დეპუტატი პოლიტიკურ გუნდს დატოვებს მკვეთრად განსხვავებული განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავოს, მით უმეტეს, როცა დაწყებულია სასამართლო რეფორმა, სადაო საკითხები გუნდის შიგნით უნდა გადაწყდეს.   “სანამ პოლიტიკურ გუნდს დატოვებ და სანამ უმრავლესობის წევრი ხარ, მკვეთრად განსხვავებული და გუნდის საწინააღმდეგო განცხადებები სისტემატურად არ უნდა გააკეთო. აღარაფერს ვამბობ იმ განცხადებებზე, რომლებიც კონკრეტულ პირებს შეიძლება შეეხოს. ამ დეპუტატების მიზანი, სავარაუდოდ, არის მცდელობა, რომ…

მეტი...

თბილისში, სამშენებლო მტვრის წარმოქმნაზე კონტროლი მკაცრდება

პარლამენტი თბილისის მერიის ავტორობით მომზადებული კანონპროექტის განხილვას იწყებს, რომელიც ამტვერებადი მასალით ჰაერის დაბინძურების კონტროლს ეხება. როგორც დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე აცხადებს, კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს არეგულირებს, მათ შორის, ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირების წესს, საშენი მასალის სველი მეთოდით დამუშავებას, მშენებლობებისას შენობის შეფუთვის ვალდებულებას და ა.შ. საერთოდ ახალი მუხლები ჩნდება კანონმდებლობაში. “გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტს მხარდაჭერისთვის, რადგან თბილისის მერის კახი კალაძის ინიციატივა უკვე დაძრეს, როგორც საკანონმდებლო ცვლილება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად საქართველოს სამართლებრივ სისტემაში, მშენებლები ვალდებულნი იქნებიან, მშენებლობის დროს შეფუთონ შენობები, რათა ამტვერება არ იყოს გამოწვეული მშენებარე ობიექტებიდან.…

მეტი...