ზუგდიდის მე-6 სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო

“მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას – რაც უფრო სწრაფად გაეცემა პასუხი კითხვებს, როგორც ოჯახისთვის, ასევე მთელი სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების საკითხზე პროკურატურის მიერ საქმის აღძვრასთან დაკავშირებით. „როგორც არაერთხელ განვაცხადე, რაც უფრო მეტი მხარე დაინტერესდება, მით უფრო ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს საზოგადოება. ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვითანამშრომლებთ ნებისმიერ მხარესთან, ვინც ზუგდიდის მე-6 სკოლის საკითხს სწავლობს, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა. ზუგდიდის მე-6 სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, შესაძლო უფლებამოსილების…

მეტი...

ვინ რომელ კურსზეა, შეიძლება იმ ადამიანმა შეაფასოს, ვინც რომელიმე კურსზე მაინც არის – ეკა ბესელია

„კლასებსა და კურსებზე საუბარი და შეფასება, ვინ რომელ კურსზეა, შეიძლება იმ ადამიანმა გააკეთოს, რომელიც რომელიმე კურსზე მაინც არის,”- ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია, ჟურნალისტებთან საუბრისას, თავისივე გუნდის წევრის, ვანო ზარდიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ზარდიაშვილი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით, ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებულ ცვლილებებს ანტიკონსტიტუციურს უწოდებს და ამბობს, რომ „პირველ კურსელი იურისტიც კი, ამ ინიციატივას ხელს არ მოაწერდა, სამართლებრივი ჩარჩოებიდან და კონსტიტუციის შინაარსიდან იმდენად გასულია. ეს პოლიტიკური წინადადება უფროა. ამას არც ერთი თავმოყვარე იურისტი ხელს არ მოაწერს, რადგან ეს არის არაკონსტიტუციური“. ჟურნალისტებთან საუბარში ეკა ბესელიამ აღნიშნული განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ…

მეტი...

კრწანისის რაიონში გრუნტის დამჭერი ექვსი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

კრწანისის რაიონში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტები ოფრეთის შესახვევში, ფონიჭალა 4-ის N11 კორპუსის, წინანაურის ქუჩა N39-ის, რუსთავის გზატკეცილი N44-ის, გორგასალის ქუჩა N99ა-ს, გორგასალის ქუჩა N97 და N3 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება. აღნიშნული ექვსი კედლის მოსაწყობად, გამგეობის ბიუჯეტიდან 495 000 ლარი გამოიყო. პროექტის ფარგლებში, ოფრეთის ქუჩაზე 45 გრძივი მეტრის კედელი აშენდება. ტერიტორიაზე ასევე, ჩატარდება საგზაო სამუშაოები და ასფალტის საფარი 400 კვადრატულ მეტრზე დაიგება. ოფრეთსა და მიმდებარე ქუჩაზე, სადაც საავტომობილო გზა გადის, გრუნტის ჩამოშლის საფრთხე არსებობდა. აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ კი, საყრდენი კედელი სავალ გზასა და ახლომდებარე…

მეტი...

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გლდანში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ორი პირი დამნაშავედ ცნეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ვ.ზ. და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის  ბრალდებული ლ.შ.  დამნაშავედ ცნო. სასამართლო  პროცესზე  გამოკვლეული  მტკიცებულებებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2018 წლის 15 ივნისს, ქ. თბილისში, გლდანის მეოთხე მიკრორაიონში, ვ.ზ.-მ წარსულში არსებული წყენის საფუძველზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ს.მ.-ს დანით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად ს.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.  ვ.ზ.-ს მიერ დანაშაულის ჩადენის დროს შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდა ლ.შ., რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ვ.ზ.-ს მიერ ჩადენილი  განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, სამართალდამცავ ორგანოებს…

მეტი...

თბილისში „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით, ხუთი პირი დააკავეს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისა“ და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით, ხუთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულნი არიან: 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.რ, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ს., 1980 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.მ., 1948 წელს დაბადებული შ.ქ. და 1975 წელს დაბადებული მ.კ. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 27 იანვარს ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოქალაქე მ.კ.-სა და ბიზნესმენ ჯ.მ.-ს შორის არსებული უთანხმოების გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული შეკრება“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ კრიმინალური…

მეტი...

შემოწმებული სკოლების 71.3%-ში წყლის უვნებლობის მონიტორინგი არასდროს განხორციელებულა – სახალხო დამცველი

დღეს, საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მომზადებული ანგარიში: „წყალი, სანიტარია და ჰიგიენა საქართველოს საჯარო სკოლებში“ წარმოადგინა. სადაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში წყლის, სანიტარიის და ჰიგიენის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.   „ჩატარებულმა კვლევამ კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა არსებული პრობლემები, რაც ყოველდღიურ რეჟიმში საფრთხეს უქმნის ბავშვების ჯანმრთელობას და ხელს უშლის მათ განათლების უფლების ეფექტურ რეალიზებაში“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ. “დოკუმენტის მომზადების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2018 წელს უსაფრთხო წყალსა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის უფლების მონიტორინგი განახორციელა. კერძოდ, მოიკვლია ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა, შეამოწმა 108 საჯარო…

მეტი...

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც C ჰეპატიტს დაამარცხებს – მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვირუსულ ჰეპატიტებთან დაკავშირებულ რეგიონულ საკონსულტაციო შეხვედრაზე – “მიღწევები ელიმინაციის გზაზე”, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით C ჰეპატიტით დაავადებული ათი ათასობით მოქალაქე სრულიად განიკურნა. სულ ცოტა ხნის წინ კი, ეს დიაგნოზი საქართველოში ფაქტობრივად განაჩენს ნიშნავდა, ხოლო ამ უმძიმეს დაავადებასთან ფინანსურად დამოუკიდებლად გამკლავება წარმოუდგენელი იყი. მისივე თქმით, საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, განკურნების მაჩვენებელი საშუალოდ 98 პროცენტია. “დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც სრულებით დაამარცხებს C ჰეპატიტს”, – აცხადებს პრემიერი.  მისი თქმით, მსგავსი ღონისძიება ევროპაში პირველად იმართება და მასპინძელ ქვეყნად 53 სახელმწიფოდან სწორედ საქართველო შეირჩა. რაც საქართველოს მიერ ჯანდაცვის სფეროში…

მეტი...

ქუთაისის ისტორიული ნაწილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი გახდება

ქვეყნის ყოფილი საპარლამენტო ქალაქის, ქუთაისის ისტორიული ნაწილი, შესაძლოა, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადოს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ინფორმაციით, ამ მიმართულებით, ქართულ-პოლონური ერთობლივი ექსპედიცია უკვე მუშაობს.   ექსპედიციის ფარგლებში შემუშავებული არქეოლოგიური პროგრამა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გააცნეს, რომელიც ქუთაისში იმყოფებოდა.  “ქუთაისში კულტურა და განათლება პრიორიტეტი უნდა იყოს, რაზეც დიდი ხანია შეთანხმებულები ვართ. ეს მიმართულებები არასდროს გადაინაცვლებს მეორე-მესამე ადგილებზე და ყოველთვის იქნება მოწინავე პოზიციებზე ქალაქის განვითარების თვალსაზრისით”, – განაცხადა პრეზიდეტთან შეხვედრისას ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძემ. მისივე ინფორმაციით, სხვადასხვა მიმართულებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში  ქუთაისის გენგეგმაზე დაიწყება მუშაობა.   ვიზიტის ფარგლებში სალომე…

მეტი...

სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის სანქციები მკაცრდება, შემოწმება იწყება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რამდენიმე დღეში, იმ შენობა-ნაგებობების გამოვლენას დაიწყებს, რომლბსაც უსაფრთხოების კუთხით გარკვეული პრობლემები აქვს. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ჯარიმა 500-დან 10 000 ლარამდე იქნება. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულია შემდეგი სანქციები: • სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების დარღვევა ან შეუსრულებლობა 500 ლარის ოდენობით; • იმავე ქმედების განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის მოქმედების პირობებში ჩადენა 1000 ლარის ოდენობით; • შიდახანძარსაწინააღმდეგო პირველადი საშუალებისთვის სახანძრო უსაფრთხოების დარღვევა 1000 ლარის ოდენობით; • საევაკუაციო და ავარიული გასასვლელების, ხანძრის ავტომატური ქრობისა და სახანძრო სიგნალიზაციის არქონა…

მეტი...

ქუთაისში, შოთა რუსთაველს ძეგლი დაუდგეს

​ქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე ახალი სკვერი მოეწყო, სადაც შოთა რუსთაველის ბიუსტი, ქართული ანბანის და “ვეფხისტყოსანის” მოტივებზე შექმნილი კომპოზიციები განთავსდა. მსოფლიო საგანძურის შემქმნელის, შოთა რუსთაველის ეს ირველი ძეგლია, რომელიც ქალაქში, ღია სივრცეში დაიდგა. ძეგლის დადგმის ინიციატივა ქუთაისის ​საკრებულოს ავტოქარხნის მაჟორიტარ დეპუტატს, ​ქუთაისის საპატიო მოქალაქეს, უწმინდესისა და უნეტარესის პრემიის ლაურეატს, სრულიად საქართველოს ქუთაისის რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე მერაბ კვიცარიძეს ეკუთვნის. ფინანსური ხარჯიც პირადად გაიღო.  ​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მერაბ კვიცარიძემ განუცხადა, პროექტზე მუშაობა 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავად ბიუსტის ავტორი მისთვის უცნობია, რადგან თაბაშირში შესრულებული და დაზიანებული ქანდაკება მან შემთხვევით, ქუთაისის, ოცხელის სახელობის ხელოვნების სკოლაში ნახა. ნამუშევარს რეკონტრუქცია ჩაუტარდა და…

მეტი...

“მიშა საშიში არ არის“ – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრას აფასებს და აცხადებს, რომ ამ შეხვედრიდან ერთი რამ ნათლად გამოიკვეთა – მიშა საშიში აღარ არის. დეპუტატი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ყოფილი პრეზიდენტი დღემდე ვერ მიხვდა, თუ რის გამო უთხრა მას ხალხმა უარი. „პოლიტიკაში ფიცი არგუმენტად არ გამოდგება, მაგრამ ოჯახს ვფიცავ, ნამდვილად მეტად ჭკვიანი მეგონა. თუმცა, როგორც ექიმს, ნამდვილად შემეცოდა. მიშა რომ საშიში აღარ არის, ეს ჩვენთვის დიდი ხანია ცნობილია, თუმცა, ხალხისთვის გუშინ კიდევ ერთხელ გახდა ნათელი. სააკაშვილი ემიგრანტებს იყენებს იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების წყურვილი მოიკლას. ამისთვის სჭირდება…

მეტი...

უფრო ადვილია იყო მთავრობის მეთაური, ვიდრე დედაქალაქის მერი – სოფო ხორგუანი

თბილისის მთაწმინდის რაიონის შუალედური არჩევნების დეპუტატობის კანდიდატი სოფო ხორგუანი, დედაქალაქის პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქაოსური განაშენიანება, ხმაური, ბიზნესისა და მოქალაქეების ინტერესები, ნარკოპოლიტიკა, ეს ის თემებია, რომელზეც მას საკუთარი ხედვა აქვს ჩამოყალიბებული და დეპუტატად არჩევის შემთხვევაში ამ მიმართულებით წარმართავს მუშაობას.  “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე სოფო ხორგუანმა თავის სამომავლო გეგმებზე და დედაქალაქის პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს გაცილებით ადვილია იყო მთავრობის მეთაური, ვიდრე თბილისის მერი. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის თბილისის საკრებულოს არჩევნები, მთაწმინდის რაიონის პრობლემები პარლამენტის დეპუტატისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია. “მთავარი პრობლემაა ქაოსური განაშენიანება. დედაქალაქის ეს რაიონი კულტურული…

მეტი...

“მიხეილ სააკაშვილი მდგრადი პოლიტიკური ცხოველია” – სოფო ხორგუანი

თბილისის მთაწმინდის რაიონის შუალედური არჩევნების დეპუტატობის კანდიდატმა სოფო ხორგუანმა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ლიეჟში, კონგრესის დარბაზში ემიგრანტებთან შეხვედრა შეაფასა. როგორც სოფო ხორგუანმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ცხოველია, რომელიც საქართველოს დღის წესრიგს განსაზღვრავს. მისი თქმით, სააკაშვილს ამ პროცესებში ხელს დღევანდელი ხელისუფლებაც უწყობს, რადგან, პრობლემების მოგვარების ნაცვლად, ძებნილი პრეზიდენტის ფრაზების განხილვით არიან დაკავებულნი. “მომწონს თუ არ მომწონს, უნდა ვაღიაროთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ცხოველია, ძალიან მდგრადი პოლიტიკური ცხოველი, რომელიც ახერხებს იყოს აქტიური ჩვენს ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში. რათქმაუნდა, ეს არ ხდება ხელშეწყობის გარეშე. ჩვენც ხელს ვუწყობთ რადგან, ასეთი თემებით ხდება…

მეტი...

იმ ქალებს იყენებთ პოლიტიკურ ძალად, ვინც ტუალეტების ჩასარეცხად გაგზავნეთ – ემიგრანტი ექსპრეზიდენტს

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ინტერნეტსახელით Ia Ia, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართვას ეხმაურება, სადაც ის ქართველ ემიგრანტებს ფინანსურ დახმარებას სთხოვს, რათა საქართველოში რევოლუციური გზით დაბრუნება შეძლოს.  სტატუსის ავტორი ემიგრანტების პოლიტიკურ ძალად გამოყენებას უსამართლობად აფასებს და აცხადებს, რომ “ამ უბედური ფენის” პოლიტიკურ თამაშში ჩათრევა, მათთვის ფულის მოთხოვნა,  დამრტყმელ ძალად გამოიყენებ და ფარად აფარება, სულ მცირე სირცხვილია, რაც პოლიტიკოსებს უნდა აწუხებდეთ.   “დღევანდელი ქართველი ქალი მართლა ის გამოდგა, ცხრა უღელი ხარი რომ ვერ აჩერებს. თუ ჩვენი ერის გადარჩენა – გადაჯიშებაზე მიდგება საქმე, ისევ ქალის კისერზე მოტრიალდება ეს კევრი, ვატყობ მე.ჩვენმა დაჩამიჩებულმა კაცებმა, ისე უხმოდ და უპროტესტოდ გააცილეს ცოლები…

მეტი...

გამონაბოლქვთან დაკავშირებით რეგულაცია უნდა გამკაცრდეს, ყველამ შეიგნოს, რომ გამონაბოლქვი კლავს! – დავით მესხიშვილი

მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან, ნებისმიერი ტიპის სატრანსპორტო საშუალებისთვის, ტექნიკური ინსპექტირების გავლა სავალდებული გახდა. ახლო მომავალში კი შსს-ს ინიციატივით, ვიდეოჯარიმების გაზრდაა გათვალისწინებული, რის მიხედვითაც კამერით დაფიქსირებულ საგზაო წესების დამრღვევ მძღოლებს, ჯარიმის დარიცხვასთან ერთად, ქულებიც ჩამოეჭრებათ, რასაც ამ დრომდე მხოლოდ პატრულ-ინპექტორები ახორციელებენ. აღნიშნულმა რეგულაციებმა მძღოლების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან სავალდებულო ტექინსპექტირების გასავლელად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მოწესრიგება გარკვეულ ფინანსურ ხარჯებზეა დამოკიდებული, სპეციალისტების ნაწილი რეგულაციების გამკაცრებას მიესალმება, თუმცა აქვთ შენიშვნები და რიგ საკითხებზე კონკრეტულ პასუხებსაც ითხოვენ. როგორც „მედიაცენტრ მთავართან“ „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი განმარტავს, ტექნიკურად გაუმართავი ავტომანქანის მიერ დაბინძურებული ჰაერი დაავადებულ ადამიანთა…

მეტი...

“ბავშვების დიდმა ნაწილმა წიგნები უკვე გადაყარა და სწავლას თავი დაანება” – ექსპერტი

განათლების ექსპერტის მანანა ნიკოლაიშვილის განცხადებით, განათლების სისტემის დაანონსებული რეფორმა, რომელიც სკოლის დამამთავრებელი გამოცდების მოხსნას გულისხმობს, ხელისუფლებას პრობლემებს შეუქმნის. ბავშვების დიდმა ნაწილმა წიგნები გადაყარა და სწავლას თავი დაანება. ​მანანა ნიკოლეიშვილის აზრით, სწავლა გამოცდის გარეშე არ არსებობს და სკოლა გამოცდის გარეშე არ შეიძლება! გამოცდაა მთავარი მუხრუჭი, რომელიც ბავშვს სკოლაში აკავებს. თუ სახელმწიფო კონტროლი მოიშალა, ბავშვების უმეტესობა სკოლაში აღარ ივლის. “ან რატომ უნდა მივიდეს? მარტო ქართულის, ინგლისურის და ისტორიის სასწავლად? გასაგებია, რომ „კატის“ გამოცდა სტრესული იყო და დიდი ხარვეზებით ტარდებოდა, მაგრამ მთლიანად რომ ხსნი და აუქმებ, საპირწონედ რას დებ? 21-ე საუკუნეში მარტო ქართულით,…

მეტი...

ქვეყანაში ექთნების მწვავე დეფიციტია, ერთი ექთანი 8 ექთნის ფუნქციას ასრულებს, რაც ხარისხზეც აისახება

საქართველოში, როგორც დიდ ქალაქებში, ისე სოფლებში, ექთნების მწვავე ნაკლებობაა. თუ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით ერთ ექიმზე 4 ექთანი უნდა მოდიოდეს, საქართველოს რეალობა მკვეთრად განსხვავებულია, 2 ექიმზე 1 ექთანიც არ მოდის. შედეგად, ერთი ექთანი გაცილებით მეტ პაციენტს ემსახურება, ვიდრე მას ფიზიკურად შეუძლია, რაც მომსახურების ხარისხზე ნეგატიურად აისახება. როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პროფესიით ექიმი დიმიტრი ხუნდაძე „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აცხადებს, ქვეყანაში კვალიფიციური ექთნების პრობლემა არსებობს და მოთხოვნა მიწოდების დისბალანსი აშკარაა. „მაღალკვალიფიციური სამედიცინო კადრების დეფიციტი აშკარაა ქვეყანაში. სამედიცინო კადრების თვალსაზრისით, მოთხოვნა-მიწოდებაში მნიშვნელოვანი დისბალანსია. ექიმების რაოდენობა საკმარისზე მეტია, თუმცა, სახეზეა ექთნების…

მეტი...