,თანამედროვე დეკორატიული ხელოვნება’’ პირველ მარტს გაიხსნება

მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან 3 მარტამდე, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ ,,მუზა’’-ში, ქეთი შარაბიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. როგორც ავტორმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება აკრილი, ტილო, პოპ-არტი, თექა და მინის მხატვრული დამუშავება -,,დეკუპაჟი“. გამოფენის სახელწოდება: ,,თანამედროვე დეკორატიული ხელოვნება’’. ნამუშევრების ავტორი დამთვალიერებლებს საინტერესო დღეებს ჰპირდება.

მეტი...

ეკა ბესელია: ჩვენი მიზანია, ის პროექტი წარვუდგინოთ პარლამენტს, რომელსაც ყველა მხარს დაუჭერს, მათ შორის, საზოგადოებაც

საქართველოს პარლამენტის წევრები ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული გაერთიანებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმის პროექტთან დაკავშირებით შეხვდნენ. ეკა ბესელიამ შეხვედრის მონაწილეებს კანონპროექტის შემუშავების მიზეზები, მიზნები და კანონპროექტის ძირითადი არსი გააცნო. მან დეტალურად ისაუბრა პროექტით შემოთავაზებულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ნომინირების წესზე და პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვის წესზე. კანონპროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ პარლამენტის წევრები: ბექა ნაცვლიშვილი, ლევან კობერიძე და რევაზ არველაძე. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის…

მეტი...

ზვიად კვაჭანტირაძე: არ ვთვლი აუცილებლად ბაქოდან მეტი კომენტარის გაკეთებას, უმრავლესობიდან წასვლის შესახებ

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე, მის მიერ ცოტა ხნის წინ, ბაქოში გაკეთებული განცხადების შესახებ, სოციალური ქსელით განმარტებებს აკეთებს და აცხადებს რომ ვიდრე ბაქოშია, არ თვლის აუცილებლად მმართველი გუნდიდან წასვლის თემაზე მეტი კომენტარის გაკეთებას: “მეგობრებო, საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციაში ვარ ვიზიტით აზერბაიჯანში, ამიტომ არ ვთვლი აუცილებლად დღეს და ხვალ ბაქოდან კიდევ უფრო მეტად ჩემი უმრავლესობიდან და ქართული ოცნებიდან წასვლის თემაზე კომენტარების გაკეთებას. რაც შეეხება ვიზიტს, რამდენჯერმე ვყოფილვარ საქართველოს პრეზიდენტებთან ერთად ვიზიტით საზღვარგარეთ. ქალბატონ სალომესთან ერთად კი, – პირველად. დღევანდელი შეხვედრები პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, პრემიერ-მინისტრთან და მეჯლისის თავმჯდომარესთან იყო უბრწყინვალესად წარმართული ჩვენი პრეზიდენტის…

მეტი...

ზვიად კვაჭანტირაძე ჯერჯერობით კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარეა – არჩილ თალაკვაძე

“ბატონი ზვიად კვაჭანტირაძე ამჟამად ბაქოში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით, ის დელეგაციაშია უმრავლესობის სახელით და ჯერჯერობით კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარეა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, კვაჭანტირაძე მეტ განმარტებებს გააკეთებს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. “ბატონი ზვიად კვაჭანტირაძე ამჟამად ბაქოში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით, ის დელეგაციაშია უმრავლესობის სახელით და ჯერჯერობით კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარეა. ალბათ ამ დროს მისი მხრიდან განცხადების დაწერაზე, ის მეტ განმარტებებს გააკეთებს და უმრავლესობასთან ექნება საუბარი თავის გადაწყვეტილებაზე”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ, შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ ბაქოში, ქართველ ჟურნალისტებს…

მეტი...

არჩილ თალაკვაძე: ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტზე დისკუსიაც კი, არასწორად მიმაჩნია

„არანაირი იმპიჩმენტი არ არის ინიცირებული. ირაკლი კობახიძე, როგორც განათლებული, შრომისმოყვარე და გამოცდილი პოლიტიკოსი, სამართლიანად იკავებს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას”, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, დეპუტატ გედევან ფოფხაძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს. როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, ირაკლი კობახიძე ამჟამად საერთაშორისო მივლინებაშია, რის გამოც ამ საკითხზე დისკუსიაც არასწორად მიაჩნია. „არანაირი იმპიჩმენტი არ არის ინიცირებული. ირაკლი კობახიძე, როგორც განათლებული, შრომისმოყვარე და გამოცდილი პოლიტიკოსი, სამართლიანად იკავებს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას და იმპიჩმენტის მხარდაჭერას არ ვაპირებთ. ის ახლა საერთაშორისო მივლინებაშია და ამ საკითხზე დისკუსიაც კი…

მეტი...

მმართველ გუნდს ზვიად კვაჭანტირეძეც ტოვებს

დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ მმართველი გუნდი დატოვა. ამის შესახებ მან ბაქოში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც დეპუტატმა განმარტა, სასამართლოს თემა გახდა “ერთ-ერთი დიდი წითელი ხაზი” , რამაც ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. “არ მინდა ძალიან ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, თუმცა გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, არის გარკვეულწილად იმის პროტესტი, დღეს ჩვენ პარლამენტში რა სიტუაციაშიც ვართ. ეს ჩემთვის არის ძალიან მტკვნეული თემა. გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული მაქვს, სრულიად არ მგვრის სიამოვნებას, მაგრამ მე ვფიქრობ, არჩევანი მქონდა. ჩემი გადაწყვეტილება წასვლის თაობაზე იქნება სწორი და ეს იქნება სწორი ასევე, ჩემი თანამებრძოლების, მეგობრების წინაშე, იმ ხალხის წინაშე, რომელთან ერთადაც 2012 წლის 1-ელი…

მეტი...

გამოძიებით დადგინდა, რომ 4 წლის გოგონა დედის მიერ მიყენებული ტრავმით გარდაიცვალა

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედას, ლელა ქსოვრელს ბრალი დაუმძიმდა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, დედამ გოგონას თავის არეში, ბლაგვი საგნით, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, რამაც მცირეწლოვანის ტვინის შეშუპება და სისხლჩაქცევები გამოიწვია. შედეგად, ბავშვი გარდაიცვალა. „2019 წლის 25 თებერვალს ლ.ქ.-ს წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველოს სსკ-ის 111.117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. ასევე, 111.126-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატურ ცემასა და ძალადობას გულისხმობს, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ…

მეტი...

მდგარხართ ჰეროინის ზედმეტი დოზის გამო, აპარატზე მიერთებული ნარკომანის საწოლთან? – ქართველი ემიგრანტის ემოციური გზავნილი

ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ინტერნეტსახელით Annushka kol სოციალურ ქსელში კანაფის ლეგალიზაციის თემას ეხმიანება და იმ ადამიანებს მიმართავს, ვისაც ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი ახლობელი არ უნახავს და ეს პრობლემა საკუთარ თავზე არ გამოუცდია.   „არ ვიცი რა ხდება საქართველოში… ვერ გავიგე ზუსტად, მაგრამ ვხვდები, ვხვდები, რომ ზოგი ნარკოტიკების ლეგალიზაციის მომხრეა, ზოგიც არა… ორივე მხარესთან მაქვს კითხვები: თქვენ ნარკომანი მშობელი გყოლიათ?შვილი? ძმა? დედა? და? მეუღლე? .თქვენ ნარკომანთან შეხება გქონიათ? .თქვენ გამოგიცდიათ ის კანკალი, როდესაც ნარკომანი ტელეფონს არ პასუხობს? წარმოგიდგენიათ აზრებში, რომ ის შეიძლება სადმე ახლა სარდაფში ეგდოს, ზედმეტი დოზისგან კომაში? მდგარხართ ამ…

მეტი...

“ოპოზიციის ისტერიამ სხდომა არია” – არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არაჩილ თალაკვაძე, არალოგიკურს უწოდებს ოპოზიციის ბრალდებას, თითქოს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომის ჩატარება ბიძინა ივანიშვილს არ სურდა და უმრავლესობას დავალებული ჰქონდა სხდომა არ ჩატარებულიყო. ​​მისი თქმით, კომიტეტის უმრავლესობა არის „ქართული ოცნება“, თავმჯდომარე „ქართული ოცნების წარმომადგენელია და კომიტეტის სხდომაზე ამ ადამიანების მოწვევა პროცედულად „ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყო. „ბიძინა ივანიშვილს ასეთი დავალება თუ ჰქონდა გაცემული, რაც ოპოზიციის სრულიად უსაფუძვლო ვარაუდია, როგორ მოხდა ის, რომ სხდომაზე გამოცხადდა სამი ბანკირი – ეროვნული ბანკის თავმჯდომარე, პრეზიდენტი და „თი-ბი-სი ბანკის” ყოფილი წარმომადგენელები და ახლანდელი აქციონერები. განხილვა თუ არ უნდა შემდგარიყო, თუ კომიტეტზე ეროვნული ბანკი არ უნდა…

მეტი...

ზუგდიდის რკინიგზის სადგურის ძველი შენობა განახლდება

ზუგდიდში, რკინიგზის სადგურის რეაბილიტაცია იგეგმება. ზუგდიდის ვიცე მერის გიორგი შენგელიას განცხადებით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სადგურის ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე „უსახური“ შენობის დემონტაჟი და საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობა. სამუშაოებს საქართველოს რკინიგზა 750 ათასი ლარით დააფინანსებს. „რეაბილიტირდება თვითონ სადგურის ადმინისტრაციის შენობა და ბაქანი. ასევე, მოეწყობა საზოგადოებრივი საპირფარეშო, რათა ჩამოსული სტუმრებისთვის და ადგილობრივებისთვის ნორმალური პირობები იყოს,”- განაცხადა გიორგი შენგელიამ. მისი თქმით, კონკრეტული ვადები, თუ როდის დაიწყება სამუშაოები, უახლეს მომავალში გახდება ცნობილი. 

მეტი...

„მოვიდნენ ჩემთან სკანდალური ტონით, გავიგეთ, უმრავლესობას ჩათი აქვსო” – არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის ბრალდებას, რომ უმრავლესობას საერთო ჩათი აქვს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამაში სკანდალური არაფერია და ინტერნეტქსელის მსგავსი სერვისით დღეს, ყველა სარგებლობს. მისი თქმით, ოპოზიციაში სრული ეპიდემიაა. „მოვიდნენ ჩემთან სკანდალური ტონით და დაზუთხული შეკითხვით, როგორც გავიგეთ უმრავლესობას ჩათი აქვსო და ამაზე რა კომენტარს გააკეთებთო. მეგობრებო, სკოლაშიც, მგონი უკვე ბაღშიც კი, ყველას აქვს ჩათი და სარგებლობს მესინჯერებით, კომპანიაში,საჯარო უწყებაში თუ სამეგობროში ეს ჩათი არსებობს. თუ,„ნაციონალურ მოძრაობას“ ან „ევროპულ საქართველოს“ ესეთი ჩათი არ აქვს, ან რუსთავი ორს არ აქვს ჩათი, რა ვქნათ ახლა? ეტყობა ისინი ჩამორჩებიან განვითარების ტემპებს.…

მეტი...

ავლაბრის არალეგალურ სტამბას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

​თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ ნაწილში, ავლაბარში, კასპის ქუჩაზე არსებულ არალეგალურ სტამბას, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის მფლობელობაშია, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ის კავკასიის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ძველი სტამბაა, რომელიც 1903 წელს,  სოციალ-დემოკრატმა, ცარიზმის რუსეთის წინააღმდეგ რევოლუციური მოძრაობის წევრმა, ლადო კეცხოველმა დააარსა. სტამბაც და 15 მეტრის სიღრმეში გაყვანილი გვირაბებიც დღეს, მძიმე მდგომარეობაშია.  როგორც პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი აცხადებს, სტამბას, ზოგი ბოლშევიკური ორგანიზაციის ისტორიის ნაწილად მიიჩნევს, მაგრამ სინამდვილეში ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის გზის მნიშვნელოვან ძეგლად გვევლინება. “ის დაარსებულია ცნობილი რევოლუციონერის, ეროვნულ -განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი გმირის, ლადო კეცხოველის მიერ 1903…

მეტი...

საათობრივი პარკირების ამოქმედებას თბილისში დასაქმებულები აპროტესტებენ

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება. აღნიშნული წესის შემოღებამ დედაქალაქში მცხოვრები მძღოლები გააღიზიანა. როგორც ისინი “მედიაცენტრ მთავართან” ჰყვებიან, ამ კანონის ამოქმედებამდე მერიამ საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოაწესრიგოს. მათი თქმით, დედაქალაქში არის ადგილები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მიდის, ან გარკვეული საათების შემდეგ აღარ მუშაობს. საათობრივი პარკირების ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეებს მოუწევთ ტაქსით იმგზავრონ, რაც დამატებით ხარჯს გულისხმობს. “თბილისის მერიამ საათობრივი პარკინგი თუ შემოიღო, გამოდის, ტაქსით უნდა ვიარო, რადგან თბილისის ბევრ ადგილას ტრანსპორტი არ მიდის, ან გარკვეული დროის მერე აღარ მუშაობს. უკეთესი იქნებოდა, თბილისის მერიას ჯერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მოეგვარებინა და შემდეგ შემოეღო ეს წესი”,…

მეტი...

​”ირაკლი კობახიძეს კატეგორიულად ვემიჯნები და არ ვეთანხმები” – მირიან წიკლაური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მირიან წიკლაური, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს გარკვეული განცხადებების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის შეცდომას უშვებს, როცა ზოგიერთ თანაგუნდელს ნაციონალებთან აიგივებს.  “​ირაკლი კობახიძეს გარკვეული შეცდომები აქვს, რაც მე არ მომწონს ხშირ შემთხვევაში. კატეგორიულად ვემიჯნები და არ ვეთანხმები მაგალითად, მისი მხრიდან ლევან გოგიჩაიშვილის მიმართ გამოთქმულ შეფასებებს, თითქოს გოგიჩაიშვილი ნაციონალებთან უნისონში არის. ლევან გოგიჩაიშვილისთვის იმის დაბრალება, რომ ნაციონალებთან უნისონშია, მგონი, ცოტა უხერხულია. მე რაც მახსოვს, ჯერ კიდევ 2011-12 წლამდე, გოგიჩაიშვილი ნაციონალებთან წინააღმდეგობის გამო ხშირად მინახავს ტელევიზიით თავგატეხილი და ტრავმირებული. ლევანი იგივე ბრძოლას დღემდე განაგრძობს და არ მგონია მისი მისამართით…

მეტი...

“ირაკლი კობახიძე ჩემთვის უკვე გადაყენებულია” – გედევან ფოფხაძე

დამოუკიდებელი დეპუტატის, უმრავლესობის ყოფილი წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა, აქტუალური არ არის, თუმცა შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს. დეპუტატის თქმით, ირაკლი კობახიძე ყველაფერს აკეთებდა, რომ იმ ადამიანების პოზიცია გაეძლიერებინა, რომლებიც მოსამართლეთა სიას ლობირებდნენ. „ბოლო პერიოდში კობახიძე მიზანმიმართულად ცდილობდა, რომ მოსამართლეთა სია გასულიყო. არ მგონია, მისი თანამდებობიდან გადაყენება აქტუალური იყოს, მაგრამ შეიძლება, დროთა განმავლობაში დღის წესრიგში დადგეს. ჩემთვის უკვე გადაყენებულია, მას თავმჯდომარედ არ ვთვლი. ჩემთვის მიუღებელია მისი პოლიტიკური, მორალური, ადამიანური ქცევა და დამოკიდებულება პარლამენტისა და კოლეგებისადმი. ამ ადამიანმა თავი ისე წარმოაჩინა, რომ კითხვებიც აღარ მაქვს”, –…

მეტი...

“ჯერჯერობით უმრავლესობის რიგებში ვრჩები” – მირიან წიკლაური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი მირიან წიკლაური მმართველი გუნდის დატოვებას, ამ ეტაპზე არ გეგმავს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ასეთი მომენტი დადგეს.  როგორც მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი მმართველ გუნდში დარჩენის რესურს ჯერჯერობით ხედავს, მაგრამ არსებობს წინააღმდეგობრივი საკითხები, რომლებზეც უმრავლესობისგან პრინციპულად განსხვავებული პოზიცია აქვს და შეთანხმება ვერ ხერხდება.  “გუნდში, სადაც შენს აზრს არ ითვალისწინებენ ისეთ გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის ეკონომიკა, სამართალი… დაველოდები, მოსამართლეების როგორ სიას შემოიტანენ, შესაძლოა იმ სიაში ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი ადამიანები იყვნენ და მაინც მომიწიოს ბარიერის გადალახვა, რასაც გუნდის დატოვება ჰქვია. ესენი ჩემი თანამებრძოლები არიან, ჩემთან…

მეტი...

ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას არ გამორიცხავს

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, შექმნილ ვითარებაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს აკისრებს. მისი განცხადებით, გამორიცხული არ არის, ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურები დაიწყოს. „მისი ავტორიტეტი და სანდოობა მაღალი არ არის. მკაცრი და სუბიექტური მიდგომები მხოლოდ ჩვენთან მიმართებაში კი არ უნდა გამოიჩინოს, პრინციპულ საკითხებზე უარის თქმა უნდა იცოდეს. როცა საქმე პარლამენტს, სასამართლოს, მოსამართლეთა სიას, კონსტიტუციასა და მოსამართლეთა ჯგუფის კაპრიზების დაკმაყოფილებას ეხება, პრინციპულობა აქაც საჭიროა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ. დააყენებს თუ არა ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს, ეკა ბესელია პასუხობს, რომ ეს დამოკიდებულია მიმდინარე პროცესებზე: „ვნახოთ, დაველოდოთ. ეს მიმდინარე მოვლენებზე იქნება…

მეტი...

დასაქმებულები, საკუთარი ავტომობილის სამსახურთან გაჩერებისთვის პარკირების საფასურს გადაიხდიან

თბილისის მერიის ინიციატივით, ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი ოფისების წინ მანქანას „დააპარკირგებენ“ გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ. საათობრივი პარკირება მათაც შეეხებათ. თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით მანქანის პარკირების საფასურის საათობრივად გადახდა დედაქალაქში დასაქმებულებსაც მოუწევთ და სამუშაო ოფისებთან ავტომანქანის გაჩერებაზე მათთვის შეღავათები არ დაწესდება. შეგახსენებთ, რომ თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი ამოქმედდება. ახალი წესების თანახმად, პარკირების საფასური საათობრივად განისაზღვრება და ზონების მიხედვით განსხვავებული იქნება. ამასთანავე, ყველა ავტომობილი უზრუნველყოფილი იქნება დღეში ოთხი უფასო 15-წუთიანი პარკირებით. საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი პირველად კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩაზე, პირველი ივლისიდან ამოქმედდება.

მეტი...

არც გედის, არც ნუკრის და არც ეკას მედიის ყურადღების ცენტრში ყოფნა არ აკლიათ – მირიან წიკლაური

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი მირიან წიკლაური აცხადებს, რომ ისინი ვინც, მმართველი გუნდიდან გასვლის შესახებ განცხადებებს ხშირად აკეთებენ და საკუთარ განსხვავებულ მოსაზრებებს ღიად გამოხატავენ, ამას მედიის ყურადღების მისაპყრობად არ აკეთებენ. ერთ მათგანი ჩრდილში არ იმყოფება, ისინი საკმაოდ პოპულარული ადამიანები არიან, არც მედიის ყურადღება აკლიათ და ხელოვნური თემების გამოგონება არ სჭირდებათ, იმისთვის, რომ მედიის ყურადღების ცენტრში იყვნენ. “არც გედევან ფოფხაძეს, ლევან გოგიჩაიშვილს, ეკა ბესელიას და არც ნუკრი ქანთარიას მედიის ყურადღების ცენტრში ყოფნა არ აკლიათ. ვერ დავეთანხმები ამ აზრის ავტორს”, – განაცხადა მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.   მისივე თქმით, საზოგადოებისთვის დაფარული არ…

მეტი...

თბილისში საათობრივი პარკირება 50 თეთრი ეღირება

პარკირების საათობრივი საფასური, სავარაუდოდ, მინიმუმ 50 თეთრით განისაზღვრება. როგორც თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, პარკირებაზე გადახდის საათობრივი სისტემის შემოღების მიზანია ადამიანებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ. ვიცე-მერის განცხადებით, თუ მინიმალური ტარიფი შედეგს არ გამოიღებს საფასური კიდევ გაიზრდება. “იდეაა, რომ მინიმალური საფასური დავიწყოთ 50 თეთრიდან, მაგრამ არ არსებობს უნიკალური ტარიფი, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში მუშაობს. ერთი ტარიფი მთელ თბილისშიც ვერ იმუშავებს, ყველა ქუჩას თავისი სპეციფიკა აქვს, ყველგან სხვადასხვა მოთხოვნაა, ამიტომ უნდა დავადგინოთ მინიმალური ტარიფი. თუ ამან შედეგი არ მოგვცა, საფასური უნდა გავზარდოთ. აღებული გვაქვს ერთი არეალი – ლესელიძე, თავისი მიმდებარე ქუჩებით. თუ 50-მა თეთრმა…

მეტი...

საქართველოში შიდსის ცენტრი აშენდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განაცხადებით, ორ წელიწადში, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების შიდსის ცენტრი აშენდება. დავით სერგეენკოს განცხადებით, სავარაუდოდ შიდსის ცენტრი, რომლის აშენება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, დიღომში განთავსდება. „ძალიან სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, ვერ მოხერხდა ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურის მოწყობა. საბოლოოდ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტერიტორია შერჩეულია დიღმის კლინიკების კლასტერში. დასრულებულია ინტერესთა გამოკითხვა პროექტირებაზე. უშუალოდ ჩართული ვარ პროექტის მენეჯმენტში და დიდი იმედი მაქვს, დღეიდან ორ წელიწადში ახალი, თანამედროვე სტანდარტებით გამართული შენობა გვექნება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მეტი...

საზღვაო ექსპედიციისას ზვიგენის მსხვილი ეგზემპლარი აღმოაჩინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა 2019 წლის პირველი საზღვაო ექსპედიცია დაასრულეს. საზღვაო ექსპედიციისას მოპოვებულია შავი ზღვის ზვიგენის მსხვილი ეგზემპლარი, რომელიც იშვიათი სახეობაა, ამოღებული ზვიგენის ეგზემპლარი სპეციალისტებმა გარემოში დაბრუნეს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, თევზჭერა განხორციელდა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სხვადასხვა უბანზე, ყველა აქტიურ სიღრმით იარუსზე – თევზსაჭერი ტრალის გამოყენებით. ასევე, განხორციელდა რესურსების ექოსაუნდერით სკანირება. შეგროვდა მასალა და ინფორმაცია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს მიმდინარე პერიოდის თევზების ბიომრავალფეროვნების და მარაგების შესახებ. ასევე წარმოებდა…

მეტი...

„გავაუმჯობესეთ მმართველობა, აღმოვფხვერით კორუფცია, ვებრძვით კრიმინალს“ – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველომ ისეთი ხარისხის შიდა სტაბილურობას მიაღწია, როგორიც უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში არ ჰქონია. საქართველოს კანონის უზენაესობა კი ყოველწლიურად უფრო და უფრო ძლიერდება. „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველომ პარტნიორებსა და მტრებსაც თვალნათლად დაანახა, რომ ქართველ ხალხს შეუძლია წარმატებით განახორციელოს სახელმწიფოს მშენებლობა… გავაუმჯობესეთ ჩვენი მმართველობა, აღმოვფხვერით კორუფცია, ვებრძვით კრიმინალს და ეს ნაბიჯები არ გადადგმულა ადამიანის უფლებებისა თუ პოლიტიკური თავისუფლების ფუნდამენტური პატივისცემის დათმობის ხარჯზე. ინსტიტუტების გაძლიერებით, საქართველომ მიაღწია ისეთი ხარისხის შიდა სტაბილურობას, რომელიც ქვეყანას არ მიუღწევია ბოლო 25 წლის მანძილზე. დიახ, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური უთანხმოებები, რომლებიც ზოგჯერ საკმაოდ მწვავეა, თუმცა…

მეტი...

მტკიცედ გადავწყვიტეთ, პუტინის რუსეთთან უთანასწორო ბრძოლა გამარჯვებით დავაგვირგვინოთ – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ვენის დიპლომატიურ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის გაძლიერებული მილიტარიზაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უდიდეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებას, არამედ მშვიდობასა და სტაბილურობას მთელ რეგიონში. ირაკლი კობახიძემ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება. ​მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიების დაყოფა, რასაც თან ერთვის რუსეთის არადემოკრატიული მმართველობის დამყარება, საფრთხეს უქმნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების უფლებებს. დღეისთვის საქართველოს, ამ ტერიტორიებიდან 300 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი ჰყავს, რომელთა უფლება, დაბრუნდნენ საკუთარ სახლში, მუდმივად და უხეშად ირღვევა რუსეთის უკანონო ოკუპაციით. ბავშვებს წართმეული აქვთ…

მეტი...