ირმა ინაშვილი: არავითარი დანდობა მათ, ვინც ადამიანების პირად ცხოვრებას ბოროტ იარაღად იყენებს

“ადამიანთა (ვინც უნდა იყოს, პოლიტიკოსი, თუ არაპოლიტიკოსი) პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გადაღებაზე, გავრცელებაზე, შენახვა-დაარქივებაზე, კომენტირებაზეც კი, კანონმდებლობა უნდა გამკაცრდეს და უნდა იყოს გამოყენებული უვადო პატიმრობის მუხლი, დამკვეთებზეც და შემსრულებელზეც”! – ამის შესახებ საქართველოს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ინაშვილის თქმით, ადამიანის პირად ცხოვრებასთან შეხება მისი მორალური და ფიზიკური განადგურების მცდელობაა, რაც ზიანს აყენებს არამხოლოდ იმ კონკრეტულ ადამიანს, არამედ მის ოჯახს და სრულიად საზოგადოებას, მით უფრო, თუ დანაშაული ჯგუფის მიერ ხორციელდება. “მითუმეტეს, თუ ჯგუფური მოქმედებაა განხორციელებული, ადამიანის პირად ცხოვრებასთან შეხება,- ესაა მისი მორალური განადგურების…

მეტი...

ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებულ 7 პირს გირაო შეეფარდა, 2-ს კი, – პატიმრობა

ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული პირების სასამართლო სხდომა დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე 7 პირს გირაო შეეფარდა, 2-ს კი, – პატიმრობა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიებების სახით, პატიმრობის შეფარდებას სამი ადამიანისთვის: ანტონ ღლონტის, თემურ ირემაძისა და მაია ბერიძისთვის ითხოვდა, თუმცა მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, პატიმრობაში მხოლოდ ანტონ ღლონტი და თემურ ირემაძე დატოვა. რაც შეეხება დანარჩენ 7 პირს, გირაოს სახით, მათ სხვადასხვა თანხა უნდა გადაიხადონ: მაია ბერიძეს შეეფარდა გირაო 10 000 ლარის ოდენობით, მარიამ ჩადუნელს – 2000 ლარი, ანი არეშიძეს – 1000 ლარი, თენგიზ ირემაძეს – 3000 ლარი,…

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ა.ხ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ა.ხ..-ს მიერ გაყიდული რამდენიმე შეკვრა ნარკოტიკული საშუალება. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

მეტი...

ეკა ბესელია: არ მოხდეს პროექტის დაწერა იმ მოსამართლეების მონაწილეობით, რომლებსაც ინტერესთა კონფლიქტი აქვთ

უმრავლესობის წევრები, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ერთად, კიდევ ერთ დახურულ შეხვედრას მართავენ. როგორც გუნდის წევრები ამბობენ, განხილვის მთავარი თემა მოსამართლეების შერჩევის ის კრიტერიუმებია, რამაც მმართველ გუნდში უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. მოლაპარაკებას ესწრება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, პარტიის თავმჯდომარეს და დაპირისპირებულ თანაგუნდელებს დღეს პირველად ხვდება. როგორც ბესელია აცხადებს, განსახილველად წარმოდგენილი აქვს ოთხი საკითხი, რაც შეეხება ძალადობრივ მეთოდებს და მორალური ტერორს დღევანდელი დღის წესრიგში არ განიხილება: „მაქვს ოთხი ძირითადი საკითხი, რაც მინდა რომ დღეს განვიხილო, პირველი – სამუშაო ჯგუფის ფორმატის ცვლილებასთან…

მეტი...

ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში გრძელდება. სხდომის დახურვის შუამდგომლობა სხდომათა დარბაზში პროკურორმა დააყენა, რადგან მისივე განცხადებით, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს და პერსონალურ მონაცემებს შეიცავს. აღმკვეთი ღონისძიებების შესახებ ჯერჯერობით სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა ცნობილია, რომ პროკურატუირა 6 ბრალდებულის მიმართ გირაოს შუამდგომლობას ითხოვს. მათ შორის არის მომღერალი გიორგი გასვიანი, რომელიც გუშინ დააკავეს, თუმცა მას გამოძიება კადრების გავრცელებას არ ედავება. რაც შეეხება 9-დან 3 დაკავებულს, მათ გამოძიება კადრების გავრცელებაში სდებს ბრალს და მათ წინასწარ პატიმრობას მოითხოვს. დანარჩენი რვა ბრალდებულის მიმართ კი პროკურატურას ჯერჯერობით გადაწყვეტილება…

მეტი...

პროკურატურა ფარული ჩანაწერების გამავრცელებლებზე პატიმრობას ითხოვს, შემნახველებზე კი გირაოს

ფარული ჩანაწერების საქმეზე პროკურატურა დაკავებულს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას ედავება. თუმცა, ნაწილის მიმართ, აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს, ნაწილის მიმართ კი პატიმრობას. როგორც სასამართლოში საქმის პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, პროკურატურა ფარული ჩანაწერების გამავრცელებლებზე პატიმრობას ითხოვს, შემნახველებზე კი გირაოს. თორნიკე მარსაგიშვილი: „სულ დაკავებულია 17 პირი. აქედან, 9 პირის პროცესი პროცესი წარიმართება დღეს. ნაწილი მათგანის მიმართ მოთხოვნილია პატიმრობა, ნაწილი მათგანის მიმართ – გირაო. ვინაიდან ამ ბრალდებულების ნაწილმა არა მხოლოდ არა მხოლოდ უკანონოდ მოიპოვა და შეინახა ვიდეო, არამედ, გაავრცელა აღნიშნული ჩანაწერი. გამავრცელებლების მიმართ მოთხოვნილია პატიმრობა, ხოლო მათ მიმართ, ვინც უკანონოდ მოიპოვა…

მეტი...

ეკა ბესელიას ვიდეოჩანაწერების გავრცელებისთვის დაკავებულებს 4-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელების გამო დაკავებულებს სასამართლო განაჩენს დღეს გამოუტანს. 2 თებერვლის მონაცემებით დაკავებულია 17 ადამიანი. თუმცა, დეპუტატი ეკა ბესელია, ვისაც აღნიშნული ვიდეოჩანაწერი ეხება, აცხადებს, რომ დამნაშავე პირთა წრე გაიზრდება და ის სათავემდეც მივა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის ის ადამიანები არიან, ვინც სოციალურ ქსელში ვიდეოჩანაწერი მიიღო, ნახა, სხვას გადაუგზავნა და შეინახა. დაკავებულთა უმეტესობა დანაშაულს არ აღიარებს. დაკავებულებს შორის არის ის პირიც, ვინც ვიდეო „იუთუბი“-ზე ატვირთა. მოპოვებული ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან, ნაწილი კი “გირჩის” მხარდამჭერები მათ შორის არიან დაკავებული დები ირმა და ინგა ხოროიშვილები. როგორც მათი უფლებადამცველი…

მეტი...

ფარული ჩანაწერების მიმღები, შემნახველი და გამზიარებელი თანაბრად ისჯება – გაფრთხილება მოსახლეობას

იურისტები, უფლებადამცველები თუ პოლიტიკოსები მოსახლეობას მიმართავენ და მოუწოდებენ გაფრთხილდნენ, რომ გაუაზრებლად, გათვითცნობიერებულად თუ გაუთვითცნობიერებლად გისოსებს მიღმა არ აღმოჩდნენ. საქმე ეხება სოციალური ქსელებით გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს, რომელიც თანამედროვე ეპოქაში ერთ-ერთ მაკომპრომიტირებელ იარაღად იქცა. როგორც დეპუტატი გედევან ფოფხაძე „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აცხადებს, იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელებისთვის არიან დაკავებულები, არიან ისეთებიც, რომლების შესაძლოა გაუთვითცნობიერებლად აღმოჩდნენ დანაშაულის ჩამდენები. „ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი სწორედ იმისთვის დააკავეს, რომ მან სოციალური ქსელით მიღებული ვიდეო სხვას გადაიგზავნა. შესაძლოა, ეს გაუცნობიერებლადაც მოხდა და ამ კონკრეტულ ადამიანს კანონმდებლობა არ სცოდნოდა, თუმცა, არსებული კანონმდებლობით, ნებისმიერი მოქალაქე,…

მეტი...