კამერით დაფიქსირებულ საგზაო წესების დამრღვევ მძღოლებს, ჯარიმასთან ერთად, ქულებიც ჩამოეჭრებათ

ახლო მომავალში საგზაო უსაფრთხოების რეგულაციები მკაცრდება, რის მიხედვითაც „ჭკვიანი“ კამერა ურჩ მძღოლს, ფულადი სანქციის დაკისრებასთან ერთად, ქულებსაც ჩამოაჭრის. სანქციები გამკაცრდება ავარიების გამომწვევ ისეთ მიზეზებზე, როგორიცაა სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მანევრირება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა, ტელეფონზე საუბარი და სხვა… „აქამდე დამრღვევ მძღოლს ქულას მხოლოდ პატრული აჭრიდა, რაც არაეფქტიანი გამოდგა. ახლო მომავალში შსს-ს ინიციატივით, კამერა ფულად სანქციასთან ერთად, საგზაო წესების დარღვევისთვის, მძღოლს ქულასაც ჩამოაჭრის. ეს არის მთავარი პრინციპი. არის ინიციატივა, რომ ნასვამ მძღოლებზე სანქცია უფრო გამკაცრდეს. დავუშვათ, თუ მეორე ჯერზე მძღოლი საჭესთან კვლავ ნასვამი აღმოჩნდება, შესაძლოა, მას ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდოს, ტელეფონზე საუბრის გამო, შეიძლება…

მეტი...

უნარების ტესტები შესაძლოა, აბიტურიენტებმა, საგნობრივ ნაწილში ჩააბარონ – მიხეილ ბატიაშვილი

აბიტურიენტებმა ზოგადი უნარების ტესტები შესაძლოა, არა ცალკე, არამედ საგნობრივ ნაწილში ჩააბარონ, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ტელეიმედის ეთერში განაცხადა. მიხეილ ბატიაშვილის განმარტებით, გამოცდილებამ აჩვენა, რომ ზოგადი უნარების გამოცდამ ვერ გაამართლა და რადგან ეს საგანი სკოლებში არ ისწავლება, აბიტურიენტი იძულებულია, კერძო რეპეტიტორთან მოემზადოს. მისივე თქმით, რეგიონებისა და თბილისის სკოლის მოსწავლეთა შორის, ზოგადი უნარების ტესტებში ქულათა დიდი სხვაობა იყო. „თვითონ საგნობრივ ნაწილში, როგორც მეთემატიკაში, ასევე ქართულში, შესაძლებელია საგნობრივი უნარების ჩამატება. უნარებზე, როგორც ცალკეულ საგამოცდო ნაწილზე, უარს ვამბობთ, მაგრამ საგნობრივ ნაწილში ეს დარჩება. სადაც აბიტურიენტი შეძლებს, საგანთან ერთად, გამოავლინოს…

მეტი...