სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების არაერთი ფაქტი აღმოაჩინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების არაერთი  შემთხვევა გამოავლინა, რასაც მყისიერი რეაგირება მოჰყვა. სააგენტომ ამ დროისათვის, აღნიშნული პროდუქტი ბაზრიდან სრულიად გამოითხოვა, საქმე კი, მოკვლევის მიზნით, შესაბამის უწყებებს გადასცა. “სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ახორციელებს ხორცის ნიმუშების სახეობრივ კვლევას, სარეალიზაციო ბაზარსა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების არაერთი შემთხვევა გამოვლინდა, რასაც სააგენტოს მყისიერი რეაგირება მოჰყვა – სურსათი ბაზრიდან გამოითხოვეს, განხორციელდა ზედამხედველობა და ბიზნესოპერატორებს დაეკისრათ კანონმდებლობით გათვალისწინებული  ჯარიმები. უკანონოდ მიჩნეული ხორცის განთავსების  ფაქტები სამომხმარებლო ბაზარსა და კვების ობიექტებში აღკვეთილია. დამატებითი მოკვლევის მიზნით,…

მეტი...

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მომდევნო ორი წლის სამუშაო გეგმას განიხილავს

16 – 17 თებერვალს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების პროგრამის“ მხარდაჭერით, კაჭრეთში, გასვლით სამუშაო შეხვედრას მართავს. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა და GIZ-ის სამართლის პროგრამის საქართველოს გუნდის ხელმძღვანელმა შალვა პაპუაშვილმა. შეხვედრაზე გაიმართება კომიტეტის 2019-2020 წლის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია. ორი დღის განმავლობაში მსჯელობა შედგება სამოქმედო გეგმის პროექტით გათვალისწინებულ სხვადასხვა მიმართულებებზე, კერძოდ: კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობაზე. საკონტროლო ფუნქციაზე, კომიტეტის გამჭვირვალობასა და სხვა საკითხებზე. კომიტეტის წევრები თემატურ მომხსენებლებს…

მეტი...

8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე, უკრაინის მოქალაქე დააკავეს

აჭარაში, 8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე, უკრაინის მოქალაქე დააკავეს. 29 წლის მამაკაცი ბათუმში ოჯახური ტიპის სასტუმროს მფლობელია, სადაც გოგონას დედა მუშაობს. როგორც ბავშვის დედამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, უცხო ქვეყნის მოქალაქე ერთ-ერთ დაწესებულებაში მის შვილთან ფიზიკურ სიახლოვეს ცდილობდა და პორნოგრაფიულ ვიდეოებს აჩვენებდა, თუმცა, ბრალდების ადრესატი მის ნაამბობს კატეგორიულად უარყოფს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ ძიება დაიწყო, საქმეში ჩართულია სოციალური მომსახურების სააგენტო, ფსიქოლოგი და სახალხო დამცველის აპარატი. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

მეტი...

შსს-მ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო 1 კვირის განმავლობაში, ნარკოდანაშაულისთვის თბილისში 3 პირი დააკავეს. 1989 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ მ.ბ.-ს, 1969 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ი.ს.-ს და 1987 წელს დაბადებული ა.ვ.-ს, ბრალი ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ. ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, სხვადასხვა ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და…

მეტი...

ხვალ “ვახუშტის ხიდზე” ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

“ვახუშტის ხიდზე” ხვალ, 17 თებერვალს ტრანპორტის გადაადგილება შეიზღუდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი წერეთლისა და თამარ მეფის გამზირების გავლით, დადგენილი სქემით იმოძრავებს, – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. “სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 17 თებერვალს, კვირას, დილის 10:00-დან 12:00 საათამდე, “ვახუშტის ხიდზე” ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან “ვახუშტის ხიდის” გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის”, – ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

“ვიდრე აზიელი და აფრიკელი მიგრანტები კარს მოგვდგომიან, უნდა ვიცოდეთ, რა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო სახელმწიფომ”

2018 წლის დეკემბერში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მაროკოში წარგზავნილმა ელჩმა, ხელი მოაწერა გაეროს მიგრაციის მომწესრიგებელ საერთაშორისო პოლიტიკური ხასიათის დოკუმენტს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ავალდებულებს, აზიიდან და აფრიკის ქვეყნებიდან წამოსული მიგრანტთა ნაკადი მიიღოს, სამსახური და საცხოვრებელი პირობები შესთავაზოს და სოციალური პაკეტითაც უზრუნველყოს, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავართან“ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე საუბრობს. მისივე თქმით, 34-გვერდიანი დოკუმენტი, რის საფუძველზეც ჩვენმა ქვეყანამ გარკვეული პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო, ქართულ ენაზე დღემდე არავის უთარგმნია და არც მედიასაშუალებებით გაუვრცელებიათ ინფორმაცია აღნიშნული ფაქტის შესახებ. „2018 წლის 10 დეკემბერს, მიგრაციის საკითხთა უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, რომელიც იუსტიციის სამინისტროს…

მეტი...