მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან 3 მარტამდე, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ ,,მუზა’’-ში, ქეთი შარაბიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
როგორც ავტორმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება აკრილი, ტილო, პოპ-არტი, თექა და მინის მხატვრული დამუშავება -,,დეკუპაჟი“.
გამოფენის სახელწოდება: ,,თანამედროვე დეკორატიული ხელოვნება’’. ნამუშევრების ავტორი დამთვალიერებლებს საინტერესო დღეებს ჰპირდება.