„ვისაც ვებრძვი და ვუპირისპირდები, ყველასგან აკრძალული მეთოდის გამოყენებას ველოდები“ – ეკა ბესელია

„დაკავებულთა რაოდენობა ალბათ გაიზრდება, მთავარია გამოძიება იქ მივიდეს, ვინც ეს დაგეგმა“ – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოსული ეკა ბესელია. როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი შეხვედრის შემდეგ აცხადებს, ამ ეტაპისთვის, როგორც თბილისში, ისე რეგიონში არაერთი ადამიანია დაკავებული. მისივე განცხადებით, მან სამართალდამცველებს საეჭვო პირთა წრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „შევხვდი მინისტრის მოადგილე მეზვრიშვილს და კრიმინალური პოლიციის უფროსს, ვისაც მიყავს გამოძიება. შეხვედრის მიზანი იყო ინფორმაციის გაცვლა. ის, რაც შემეძლო მე მეთქვა ჩემი გარკვეული მოსაზრებები და რა ინფორმაცია შეიძლებოდა მიმეღო. ეს იყო შეხვედრა მხოლოდ ინფორმაციის გაცვლის მიზმით. საგამოძიებო მოქმედებები ჯერ არ დაგვიგეგმავს. ამ ეტაპისთვის რა ინფორემაციაც…

მეტი...

ავარიული ხიდების რეკონსტრუქცია იწყება – გლდანში საავტომობილო მოძრაობა იზღუდება

თბილისის გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქციის გამო, მიმდინარე წლის 3 თებერვლიდან 5 თებერვლის ჩათვლით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა განპირობებულია 18 და 31-მეტრიანი კოჭების მონტაჟით, რომელიც ჯამში 52 ერთეულია. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში სრული დემონტაჟი ჩაუტარდება მდინარე გლდანულაზე არსებულ ავარიულ ხიდებს – როგორც მალის ნაშენს, ასევე, ბურჯებს. არსებული კონსტრუქციის ნაცვლად, რომელიც სამ პარალელურ ხიდს წარმოადგენს, მიმდინარეობს ახალი ხიდების მშენებლობა. სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია„კონსტრაქშენსერვისი“ აწარმოებს და ის მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება. აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 057 871 ლარი დაიხარჯება.

მეტი...

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, ევროპის ქალაქებისკენ, 6 ახალი მიმართულება დაემატება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, ევროპის ქალაქების მიმართულებით, პირველი აგვისტოდან 6 ახალი რეისი დაეამატება. ავიაკომპანია Wizz Air -ი ფრენებს ბრიუსელში, კოპენჰაგენში, ბაზელში, ეინდჰოვენში, ტალინსა და ბარიში განახორციელებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შედეგად ქვეყნის ეკონომიკაში დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. პრემიერმა, ასევე, ისაუბრა ამერიკული გამოცემა Global Finance -ის 2019 წლის რეიტინგზე და განაცხადა, რომ საქართველო მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაში, უსაფრთხოების მაჩვენებლით საქართველო რეგიონში ლიდერია. მამუკა ბახტაძის თქმით, მსოფლიოს 128 ქვეყნიდან, საქართველომ უსაფრთხოების თვალსაზრისით 9,68 ქულა დააგროვა. ჩვენ ვართ 49-ე ადგილზე. ეს არის ძალიან დიდი…

მეტი...

ზაზა სარალიძის პროტესტი უსასრულოდ არ უნდა გაგრძელდეს, სახელმწიფომ ზომები უნდა მიიღოს – ალეკო ცქიტიშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი აცხადებს, რომ შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის პოლიციელზე თავდასხმის ფაქტი კონტექსტიდან ამოგლეჯილად არ უნდა განიხილებოდეს, რადგან მისი ქმედება, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის საპასუხო რეაქცია იყო. საუბარია 2018 წლის 26 ოქტომბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე, ზაზა სარალიძესა და პოლიციის თანამშრომელს შორის დაპირისპირებაზე, რა დროსაც  სარალიძე პოლიციელს თავს დაესხა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.  როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე სარალიძის უფლებების დამცველებმა განაცხადეს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია უსასრულოდ არ უნდა გაგრძელდეს, სახელმწიფოს ინტერესებში უნდა იყოს ის, რომ პროცესებმა სამართლებრივ რეჟიმში გადაინაცვლოს. ამ მიზნით,…

მეტი...

უფლებადამცველი “ყაზტრანსგაზ თბილისის” მენეჯმენტის გადადგომას მოითხოვს

თბილისში, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახების ადვოკატი, უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე, კომპანია “ყაზტრანსგაზ თბილისის” მენეჯმენტის გადადგომას მოითხოვს და საზოგადოებას აქტიური საპროტესტო კამპანიის დაწყებისკენ მოუწოდებს. ​როგორც ალექსანდრე კობაიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კომპანიის მენეჯმენტზე პასუხისმგებლობა, თბილისელებისთვის ნდობით აღჭურვილმა პირებმა უნდა აიღონ. “სანამ უსაფრთხოების ნორმები არ იქნება დაცული, “ყაზტრანგაზის” მენეჯმენტი საერთოდ უნდა მოიხსნას და კომპანიის მართვის პასუხისმგებლობა საზოგადოების ნდობით აღჭურვილმა პირებმა აიღონ. ფაქტია, რომ “ყაზტრანსგაზის” მუშაობით საზოგადოება შეშფოთებულია და უამრავი გარდაცვლილია ჩვენს ქალაქში. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს კლავს არა გაზი, არამედ კომპანია. მოვუწოდებ თბილისის საზოგადოებას, დღეიდან დაიწყოს აქტიური კამპანია…

მეტი...

ფარული ვიდეოჩანაწერის სოციალურ ქსელში მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ვლადიმერ ბორცვაძის ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის N 157-ე პრიმა მუხლის, პირველი და მეორე ნაწილის დაღვევა.  შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით, ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს. როგორც ვლადიმერ ბორცვაძე აცხადებს, ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი…

მეტი...

„რეგულაციების გამკაცრებამდე სპეციალისტებმა უბედური შემთხვევების მიზეზები უნდა დაადგინონ“ – დიმიტრი ხუნდაძე

ბუნებრივი აირით გამოწვეული ტრაგიკული შემთხვევებიდან გამომდინარე, დიმიტრი ხუნდაძე კონკრეტული ფაქტების ანალიზსა და სამუშაო ჯგუფის შექმნის საჭიროებაზე საუბრობს. დეპუტატის შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებები მხოლოდ მას შემდეგ უნდა განხორციელდეს, როცა სამუშაო ჯგუფი კონკრეტულ პრობლემებსა და უბედური შემთხვევების მიზეზებს შეისწავლის. „პარლამენტმა, რეგლამენტის თანახმად, უნდა შექმნას თემატური ჯგუფი, სადაც, დაინტერესებულ პირებთან ერთად, დარგის სპეციალისტები იმუშავებენ, დადებენ დასკვნას, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს. თუ საჭიროება იქნება, სწორედ ამის შემდეგ მოხდება საკანონმდებლო ცვლილებები. მნიშვნელოვანია, დარგის სპეციალისტებმა არსებული ვითარების ანალიზი გააკეთონ, რა არის ბუნებრივი აირით გამოწვეული ტრაგიკული შემთხვევების ძირითადი გამოიმწვევი მიზეზები. როცა კომპეტენტურ რჩევას მივიღებთ, შემდეგ მოხდება შესაბამისი ქმედება. არ შეიძლება,…

მეტი...

სკოლის დამამთავრებელი გამოცდები მე-12 კლასელებსაც მოეხსნებათ – პრემიერი

პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით, მე-12 კლასელებს დამამთავრებელი გამოცდა სკოლებში მიმდინარე სასწავლო წლიდან მოიხსნება. როგორც მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, პრინციპულად სწორი მიდგომა იყო საატესტატო გამოცდების მოხსნასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება 2018 – 2019 სასწავლო წელს მე-11 კლასელებს, ხოლო 2019 – 2020 სასწავლო წელს მე-11 და მე-12 კლასელებისთვის. “ეს იყო პრინციპულად სწორი მიდგომა, თუმცა ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელეთ ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები და მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ, როგორც მე-11, ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს,“ – განაცხადა ბახტაძემ. მისივე თქმით, მთავრობის პრიორიტეტი სკოლაში განათლების გაუმჯობესებაა. ქვეყანას სჭირდება…

მეტი...

გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობით ადამიანების სიცოცხლის მოსპობა უნდა დასრულდეს – მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე გუშინ მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და აცხადებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობის თუ სხვადასხვა დაუდევრობით ადამიანების სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები. ​მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, თბილისში მხუთავი აირით გარდაცვლილი შვიდი ადამიანის ოჯახს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ დაწყებულია მუშაობა კანონმდებლობის გამკაცრებაზე. მათ შორის, ეს შეეხება როგორც გაზის მიმწოდებელ კომპანიებს, ისე მომხმარებლებს.  “რამდენადაც რთული არ უნდა იყოს ამაზე საუბარი, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამგვარი ტრაგედიები მომავალში აღარასოდეს განმეორდეს. ასევე, აუცილებელია მოქალაქეების ინფორმირება, საჭიროა იმის ცოდნა, თუ რა მძიმე შედეგები შეიძლება…

მეტი...

თბილისში, 45 წლის წინ აშენებულ ვახუშტის ხიდს რეაბილიტაცია პირველად უტარდება 

თბილისის დიდუბის რაიონში, ვახუშტის ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ხიდის ავარიულობის ხარისხი 4 წლის წინ, ქალაქის მერიის მიერ განხორციელებული ხიდების კვლევის მიხედვით დადგინდა. ​პროექტის ფარგლებში იგეგმება, ახალი კონსტრუქციის, სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერებისა და რკინა-ბეტონის თვალამრიდების მოწყობა. ასევე, გარე განათების ქსელის, ხიდთან მისასვლელი სანიაღვრე ჭების, დაზიანებული კედლების რეაბილიტაცია და სანაპირო ბურჯების დანაგვიანებული შიდა სივრცის დასუფთავება. ​ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 27 იანვრიდან დაიწყო. ​​სამუშაოებიდან გამომდინარე ვახუშტის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდა. ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ვახუშტის ხიდიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით. დროებით შეიცვალა ხიდზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც: N51…

მეტი...

3 თვეა ველოდებით პასუხს, 6 თებერვალს საკუთარი ინიციატივით მივდივარ პროკურატურაში – ზაზა სარალიძე

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს და აცხადებს, რომ მას საკმარისი დროს ჰქონდა გაცნობოდა მისი შვილის მკვლელობის საქმის მასალებს.  როგორც ზაზა სარალიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მან თადუმაძეს წერილობით მიმართა, რომ სურდა მასთან შეხვედრა, მაგრამ მთავარი პროკურორისგან არც დადებითი და არც უარყოფითი პასუხი არ მიუღია. ზაზა სარალიძე საკუთარი ინიციატივით 6 თებერვალს, 12:00 საათზე გეგმავს თადუმაძესთან შეხვედრას და იმედოვნებს, რომ მთავარი პროკურორი “არ დაემალება”. “იმის გამო, რომ მთავარი პროკურორისგან პასუხი ვერ მივიღეთ, საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ მასმედიის საშუალებით მივმართოთ მას. 6 თებერვალს, ოთხშაბათს, 12:00 საათზე, მივდივართ მასთან…

მეტი...

კომუნიკაციების ეროვნული კომისია მობილური ოპერატორების პაკეტური შეთავაზებების შესწავლას იწყებს

ფიქსირებული და მობილური ქსელით მომსახურებების ბაზარზე არსებული კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. სამი თვის განმავლობაში კომისია ფიქსირებული და მობილური ბაზრის ყველა სეგმენტს, მათ შორის, ინტერნეტის, ხმოვანი მომსახურების, მაუწყებლობის ტრანზიტის, მოკლე ტექსტური შეტყობინებების და პაკეტურ შეთავაზებებს შეისწავლის.  ​კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საბითუმო მომსახურებაზე ტარიფების შემცირებით ოპერატორებს მობილური და ფიქსირებული მომსახურების საცალო ტარიფების შემცირების შესაძლებლობა მიეცათ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიებს ამ მიმართულებით რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ გადაუდგამთ. უფრო მეტიც, პირიქით, შპს „მაგთიკომმა“ და სს „სილქნეტმა“ მობილური და…

მეტი...

გაკონტროლდება ინტერნეტის ხარისხი, რამდენად დაცულია მომხმარებლის უფლებები – კახა ბექაური

კომუნიკაციების ეროვნული კომისია გეგმავს, გააკონტროლოს ინტერნეტის ხარისხი, იმის დასადგენად, მიეწოდება თუ არა ის მომხმარებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. გადაცდომების შემთხვევაში კომისიის მხრიდან შესაბამისი რეაგირება იქნება. როგორც კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა განაცხადა, კომისიამ საცალო ბაზარზე ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემა დანერგა და მონიტორინგი უახლოეს მომავალში დაიწყება. მისივე თქმით, კომისიას საბითუმო ბაზარზე ტარიფების რეგულირებისა და ასევე ინტერნეტის ხარისხის კონტროლი 3-6 თვის შემდეგ უნდა დაეწყო, რაც მოიცავს საცალო ბაზრის კვლევას, ფიქსირებული და მობილური კომუნიკაციების მიმართულებით. თუმცა, ოპერატორებმა ტარიფების ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებით ეს პროცესი დააჩქარეს. კერძოდ, შპს „მაგთიკომმა“ და სს „სილქნეტმა“ მობილური და ფიქსირებული…

მეტი...